პუბლიკაციები
პრეზიდენტმა აფხაზური, ოსური და ჩერქეზული ენიდან წარმატებული მთარგმნელობითი საქმიანობისათვის რიმა კინწურაშვილი, ნაირა ბეპიევი, ლარისა ტუპცოკოვა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აფხაზური, ოსური და ჩერქეზული ენიდან წარმატებული მთარგმნელობითი საქმიანობისათვის რიმა კინწურაშვილი, ნაირა ბეპიევი, ლარისა ტუპცოკოვა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წარმოჩენილი ქართველი მთარგმნელების დიდი დამსახურებაა, რომ საქართველო ისტორიის განმავლობაში მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი იყო. ყველა მთარგმნელს გარკვეულწილად მაკავშირებელი ხიდის ფუნქცია აქვს, რომ ჩვენც გავაგებინოთ სხვებს თუ რა სიმდიდრე დევს ქართულ კულტურაში და ჩვენც გავიგოთ, თუ რა სიმდიდრე არსბეობს სხვა კულტურებში.

სახელმწიფო ჯილდოები პრეზიდენტმა თარჯიმნებს ორბელიანების სასახლეში გამართულ ცერემონიაზე პირადად გადასცა.