პუბლიკაციები
ბრიტანელი ეპისკოპოსის, რიჩარდ უილიამსონის მიერ 2022 წლის 15 მაისს პოლონეთში, ვარშავაში, რუსეთისა და მისი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი მიძღვნილი ქადაგების ფრაგმენტი

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი.

„... და სახელმწიფოს მეთაურთა შორის მხოლოდ ერთი აღდგა ბოროტი ძალების წინააღმდეგ. ეს არ არის ბორის ჯონსონი ინგლისში. ეს არ არის მაკრონი საფრანგეთში. ეს არ არის დრაგი იტალიაში. ეს არის ვლადიმერ პუტინი.

შესაძლოა ის არ არის ანგელოზი ან წმინდანი, მაგრამ გონიერი და გამბედავი ადამიანია. და, როგორც რუსეთის ხელმძღვანელს, მას შეუძლია წინ აღუდგეს ერთიან მსოფლიო მთავრობას.

ამ დღეებში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პოლონელი კათოლიკე ქალების ჯგუფმა, რომლებმაც გააცნობიერეს, რომ ვლადიმერ პუტინი მართალია. ძალიან გამიკვირდა, რადგან ვიცი, რომ პოლონელები და რუსები ხშირად ებრძოდნენ ერთმანეთს და ეს შეიძლება განმეორდეს.

რუსები იბრძვიან უკრაინაში, მაგრამ არა იმისთვის, რომ გასრისონ და გაანადგურონ უკრაინა. ვლადიმერ პუტინმა გაახმოვანა თავისი მიზანი - უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია, მაგრამ უგუნური ევროპა ასრულებს აშშ-ის ბრძანებებს რუსეთის განადგურების მცდელობაში.

ომი შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს. სათანადოდ უნდა მოვემზადოთ. ახლა ცხადი ხდება, რომ სამყაროს მმართველი დამნაშავეების შემდეგი ხრიკი ხელოვნურად შექმნილი შიმშილი იქნება. მოიმარაგეთ სურსათ-სანოვაგე, იყიდეთ, სანამ შეგიძლიათ შეიძინოთ ბრინჯი, ფქვილი, რაც არ უნდა იყოს. მაგრამ მოემზადეთ იმისთვის, რომ საკვები არ იქნება საკმარისი. მათ მოაწყვეს კოვიდთან დაკავშირებული ტრიუკი, მოაწყვეს ტრიუკი უკრაინასთან, რომელიც 2014 წლიდან ახდენს რუსეთის პროვოცირებას... რუსეთი იძულებული იყო, თავი დაეცვა.

ნამდვილი აგრესორი ის არ არის, ვინც მას ჰგავს. აშშ-ის აგენტები რამდენიმე წელია უკრაინიდან რუსეთის პროვოცირებას ახდენენ. იმიტომ, რომ შეერთებული შტატები - ისინი იყვნენ ქრისტიანები, შედარებითი ქრისტიანები, ძირითადად - პროტესტანტები და ეშმაკმა მოახერხა ამ ქრისტიანების მოტყუება და ახლა ბევრი ამერიკელის ნამდვილი რელიგია რელიგია კი არა, პოლიტიკაა. ბევრ მათგანს, პატრიოტიზმის გამო, სურს რუსეთის განადგურება, რადგან რუსეთი ერთადერთი დაბრკოლებაა ერთიანი მსოფლიო წესრიგისკენ მიმავალ გზაზე (ვიდეო იხილეთ აქ).

ცნობისთვის: რიჩარდ ნელსონ უილიამსონი (ინგლ. Richard Nelson Williamson; აბად. 1940 წლის 8 მარტს, ბუკინგემშირი, ინგლისი) არის კათოლიკე ლეფევრისტი ეპისკოპოსი, წმინდა პიუს X-ის სამღვდლო საძმოს ერთ-ერთი დამაარსებელი, საიდანაც განდევნის შემდგომ, 2012 ლის ოქტომბერში დააარსა საკუთარი იურისდიქცია სახელწოდებით "წმ. პიუს X სამღვდლო საძმო (მარიას კორპუსი)."