აქტუალური
საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ის ადმინისტრაციაც ადასტურებს.
როგორც ცნობილია, გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე ვასილ სანოძე მუშაობდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინათ ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა და მძიმე მდგომარეობაში ისრაელის კლინიკაში იქნა გადაყვანილი. გიორგი გეგეჭკორს კი ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე თბილისისა მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს გეგეჭკორის ადგილს. ასევე უცნობია, რა ბედი ეწევა ვასილ სანოძის კარიერას და რა მდგომარეობაში იმყოფება იგი ამჟამად.