აქტუალური
საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. 2022 წლის 24 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8689 შეადგინა.
2022 წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ ორი აუქციონი ჩაატარა. პირველად 9 მარტს, რა დროსაც 39.6 მილიონი დოლარი გაყიდა, ხოლო მეორედ დღეს, 24 მაისს, რომლითაც 10 მილიონი დოლარი შეისყიდა.