სამართალი
ცოტნე გამსახურდია მოქმედი ხელისუფლების სისასტიკით შეძრულია და ქართველობის რცხვენია

gamsaxurdia-_cotne9საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, პატიმრობაში მყოფი ცოტნე გამსახურდია, 26 მაისის შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახებს სამძიმარს, დაზარალებულებს კი თანადგომას უცხადებს.

როგორც გამსახურდიას მიერ გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი, ის ხელისუფლების შეცვლის სახალხოკრებისეულ სტრატეგიას არ ემხრობა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს მიაჩნია, რომ აქციები აქტიური საარჩევნო გარემოს მოთხოვნით უნდა გამართულიყო. მისი აზრით, ეს ხელისუფლებას შიდაპოლიტიკური მანიპულირების საშუალებას გამოაცლიდა, თავად პროცესს კი დამატებით საერთაშორისო ლეგალიზაციას შესძენდა. „მიმაჩნია, რომ დღეს ოპოზიციური სპექტრი არა კონკრეტული პირების სიმპათია-ანტიპათიის გამო, არამედ სწორ სამართლებრივ მოთხოვნილებათა გარშემო უნდა გაერთიანდეს“, – აცხადებს ცოტნე გამსახურდია და დასძენს, რომ „შეძრულია ამ რეჟიმის სისასტიკით და კიდევ ერთხელ რცხვენია, რომ ქართველია“.