პოლიტიკა
როგორც „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას „საუბარი ჰქონდა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, რომლებიც შეჰპირდნენ, რომ 26 მაისის აქციის დაშლის დეტალებს გაარკვევენ და მხარდაჭერას გამოუცხადებენ“.
ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი აშშ-ის ელჩის საქართველოში ჯონ ბასის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც ელჩი აღნიშნავს, რომ „აქციის ორგანიზატორები ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებას გეგმავდნენ“. „ჯონ ბასის განცხადება არ მინახავს. საერთოდაც, ნებისმიერი ელჩის განცხადებების კომენტირებისას ძალიან ფრთხილი ვარ, მაგრამ თუ ეს ინტერპრეტაცია სწორია და ბასმა მართლაც განაცხადა, რომ „სახალხო კრება“ ძალისმიერი მეთოდებით აპირებდა მოქმედებას, ეს ცილისწამება და უპასუხისმგებლო განცხადებაა, რომელიც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ნამდვილად არ წაადგება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.