სამართალი
02.06.2011: ტერორისტული აქტის განხორციელების მორიგი მცდელობა აღკვეთილია.
დღეს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აღკვეთილ იქნა ტერორისტული აქტის განხორციელების მორიგი მცდელობა. სამართალდამცავების მიერ სამეგრელოს რეგიონში დაკავებული არიან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქ. გალის რაიონში მცხოვრები აბესალომ ჩხეტია და თამილა ბენია. დაკავებულ პირებს თან ჰქონდათ ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც პოლიციამ ამოიღო და გააუვნებელყო წყლის ჭავლის სპეციალური დანადგარით.დაკავებული პირების ჩვენებით ირკვევა, რომ მათ ტერორისტული აქტის განხორციელება დაუკვეთა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფმა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა იგორ ვლასოვმა და სერგეი კუზმინმა.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აგრძელებს ძიებას საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დადგენის მიზნით.
http://www.police.ge/index.php?m=8&newsid=2519