პოლიტიკა
დერეკ შოლე: აშშ მიესალმება საქართველოს მხრიდან აქტიურ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საქმეში

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

დერეკ შოლეს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ მრავალმხრივ ძალისხმევას.

ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განხილვის შესაძლებლობას. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მხრიდან მრავალმხრივი ძალისხმევით აქტიურ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ძალის გაწვევისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საქმეში”, - აღნიშნავს დერეკ შოლე.