საზოგადოება
იენს სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. ნატო-ს მჭიდრო პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

ნატო-მჭიდრო პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე. ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს“,- წერს იენს სტოლტენბერგი.