უცხოეთი
„როიტერსი“ - შვიდი ავტობუსი, რომლებშიც "აზოვსტალის" ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, იელენოვკაში​ ჩავიდა

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. შვიდი ავტობუსი, რომლებშიც "აზოვსტალის" ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, დონეცკის მახლობლად, რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ იელენოვკაში​, სასჯელაღსრულების ყოფილი კოლონიაში ჩავიდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასის“ ცნობით კი, უკრაინელ მებრძოლებს, რომელთაგან ბევრი აზოვის ბატალიონის წევრია, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დაკითხავს.

რუსული მედიის ინფორმაციითვე, უკრაინელი მებრძოლების დაკითხვა "უკრაინის რეჟიმის დანაშაულებებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების“ რუსული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება.

შეგახსენებთ, „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციის პროცესი გუშინ დაიწყო. გენშტაბში განმარტავენ, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი დაბრუნება გაცვლითი პროცედურების გზით მოხდება.

interpressnews.ge