საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმი ადგილობრივ განწყობებს ასახავს, თუმცა მოსკოვი ამჟამად აღნიშნულ თემაზე რაიმე სამუშაოს არ ატარებს, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რამდენადაც გვესმის, ეს ნამდვილად ასახავს რესპუბლიკაში საერთო განწყობას, რესპუბლიკის მოსახლეობის და ამ რესპუბლიკის წინა ხელმძღვანელის დამოკიდებულებას. თუმცა მოცემულ მომენტში რუსეთის გეგმაში არანაირი საქმიანობა მოცემულ შემთხვევაში არ ტარდება“, – განაცხადა პესკოვმა 17 ივლისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე საუბრისას.
კითხვაზე, მიაჩნიათ თუ არა კრემლში მიმდინარე ვითარებაში მსგავსი რეფერენდუმი მიზანშეწონილად, პესკოვმა განაცხადა, რომ ეს უპირველეს ყოვლისა არის „რესპუბლიკის მოსახლეობის, მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობის საკითხი და აქ უფრო საჭიროა მათ პოზიციაზე ორიენტირება“.