საზოგადოება
საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9654 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9654 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.9769 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0115 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1181 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.1028 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0153 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.