აქტუალური
საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან კარგი შეხვედრა გამართა.
„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ევროპარლამენტში.
საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.
რეფორმები მართლმსაჯულებაში, კანონის უზენაესობა, მედიათავისუფლება, ლგბტქ+ და ადამიანის უფლებები რჩება გადამწყვეტად ქვეყნის ევროპული გზისთვის.
ერთიანი ვართ უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში“, – წერს „ტვიტერში“ რობერტა მეცოლა.