ვინ წარმოიდგენდა, რომ დიდი სამამულო ომის დროინდელი ტანკი 77 წლის შემდეგ ნაცისტებს სროლას ისევ დაუწყებდა?! საქართველოში ყველაზე დიდ საძმო სასაფლაოზე გაცოცხლებული ტანკის იდუმალი ისტორია გრძელდება, მაშ ასე:
2022 წლის 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისში, კუკის სასაფლაოზე, დიდი სამამულო ომის გმირების საფლავების მცველ ტანკზე, უცნობებმა თეთრი საღებავით გადაღებეს წარწერები - „ За Родину - СССР!“, „За Сталина!” და წითელი ხუთქიმიანი ვარსკვლავები, წინ კი წააწერეს - „სოხუმი ცხინვალი“.
ამის შესახებ კრინტი არ დაუძრავთ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის თანამშრომლებს, რომლებმაც გამარჯვების დღის წინა დღეს კუკის სასაფლაოზე შაბათობა მოაწყვეს.
ხოლო 2022 წლის 9 მაისს ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორმა გულბაათ რცხილაძემ ტანკზე წარწერები „ За Родину!“, „ За Сталина!“, „На Берлин!“ წითელი საღებავით საკუთარი ხელით აღადგინა.
„აქ წერტილს დავსვამ, თუმცა რაღაც მკარნახობს, რომ ეს ისტორია გაგრძელდება და ტანკი ისევ „გაისვრის...“, - ამ სიტყვებით დავასრულე პუბლიკაციების სერია თბილისში, საძმო სასაფლაოზე, ბერლინის აღების შემდეგ ჩამოტანილი საბჭოთა ტანკის შესახებ, რომელიც დღემდე ნაცისტებში პანიკურ შიშს იწვევს. და მართალი აღმოვჩნდი!
მოგეხსენებათ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დიდი ხნის წინ დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, საქართველოში ყოველი შაბათი ითვლება ჩვენი განსვენებულების ხსენების დღედ (რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2022 წელს ოფიციალურად დააწესა მშობელთა მოსახსენიებელი რვა შაბათი). ჰოდა, 2022 წლის 14 მაისს, გასულ შაბათს, კუკიის სასაფლაოზე ასულმა, დავინახე, რომ ტანკზე წითელი წარწერები ... კვლავ თეთრი საღებავით არის დაფარული! არა, ამჯერად გულისწყრომა არ მიგრძნია, მე და ტანკი ერთად დავცინეთ ამჟამინდელ ნაცისტებს, რომლებიც ასე ლაჩრულად იმედოვნებდნენ, რომ შეაშინებდნენ ომგამოვლილ ტანკს! შეაშინებდნენ საქართველოს ყველა პატიოსან მოქალაქეს, რომ ვეღარ გაებედათ დიდი გამარჯვებისა და მისი სიმბოლოების - ეგოროვისა და ქანთარიას, რუსისა და ქართველის ხსენება, რომლებმაც, სტალინის ბრძანებით, ერთად აღმართეს წითელი დროშა რაიხსტაგზე, როგორც ორი მართლმადიდებელი ხალხის ურყევი მეგობრობის სიმბოლო! ნუთუ ტანკის მალულად წაბილწვისას მართლა იმედოვნებდნენ, რომ ჩვენ მშობლებს ვუღალატებდით - მშობელთა შაბათსაც არ მივიდოდით ჩვენი გმირების საფლავებზე და ამ ვანდალიზმს ვერ შევამჩნევდით?!
მაგრამ ტანკებს ლაფის არ ეშინიათ, მით უმეტეს - თეთრი საღებავის! ყოველი შემთხვევისთვის, ტანკის ლულა ნაგვისგან გავწმინდე და იქ ყვავილები ჩავდე: ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ და ომი არ გვინდა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ტანკი ისევ გაისვრის! და თუ სატანკო ჭურვი ხვდება მხოლოდ ერთ მიზანში, ისტორია ტანკის შესახებ, რომელიც „საქინფორმი“-ს ინტერნეტ-გვერდებზე მოვყევი, ყველა ნაცისტს ერთი გასროლით ანადგურებს!
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2022 წლის 16 მაისი
საქართველო, თბილისი