სამართალი
საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. საქართველოში ამ დროისთვის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 173 ადამიანი ცხოვრობს, მათგან ყველაზე ასაკოვანი 103 წლისაა, – ამის შესახებ სტატისტიკა საქართველოს პირველ არხს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან მიაწოდეს.
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა.
1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა ჩვენს ქვეყანაზე უმძიმესი კვალი დატოვა. საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.