საზოგადოება
ნესტან კირთაძე სერგეი ბაგაფშის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

kirtadze-nestanროგორც „ლეიბორისტული პარტიის“ საერთაშორისო მდივნის სამძიმრის წერილშია ნათქვამი, „როგორც ერთი ქართველი, ის თავს ვალდებულად თვლის, აფხაზ ხალხს მისთვის ამ მეტად მძიმე დროს ღრმა სამძიმარი გამოუცხადოს“.

„მინდა, გულწრფელად მივუსამძიმრო ბატონ სერგეი ბაგაფშის ოჯახს – ქალბატონ მარინა შონიას და მის არაჩვეულებრივ შვილებს, და გამოვთქვა ღრმა რწმენა იმისა, რომ ჩვენ – ქართველები და აფხაზები, გამოვნახავთ ძალას, სიბრძნესა და გონიერებას და ისტორიის ღრმა წარსულში დავტოვებთ სისხლიანი დაპირისპირების იმ დროს, რომელიც ორმხრივად და თანაბრად მტკივნეულია როგორც აფხაზების, ისე ქართველებისათვის. ჩვენ ამას შევძლებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა გზას გაუხსნის ურთიერთნდობას, პატივისცემასა და მეგობრობას ჩვენს ხალხებს შორის. ჩემო აფხაზო ხალხო, ღმერთმა გაკმაროთ ტკივილი და მოგცეთ მშვიდობა“, – ნათქვამია კირთაძის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ სერგეი ბაგაფში მიმდინარე წლის 29 მაისს მოსკოვში გარდაიცვალა.