სამართალი
ქარელში დიდი სამამულო ომის მონუმენტის შესაკეთებლად შემოწირულობები გროვდება

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. ვებგვერდი „დიდი სამამულო“ და ორგანიზაცია „საქართველოს უკვდავი ჯარი“ შეძლებისდაგვარად იღვწის იმ ძეგლების გადასარჩენად, რომლებიც საქართველოში 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომისა და ამ ომში მონაწილე ყველა ადამიანის ხსოვნას ეძღვნება. საქართველოში, საბჭოთა პერიოდში, უამრავ ადგილას იქნა აგებული შინმოუსვლელთა მემორიალები, რომლებიც მოვლა-პატრონობას საჭიროებს.

ასევე მოვლა-პატრონობას საჭიროებს საძმო სასაფლაოები, რომლებიც უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ცალკეული მონუმენტები. რაც შესაძლებელი იქნება, ამ საქმის მისახედად ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ.

ამჯერად გადავწყვიტეთ, გრაფიტისაგან გავასუფთაოთ ქარელში მდებარე მონუმენტი და შევაკეთოთ სკულპტურის დაზიანებული ნაწილი. იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეში მხარს დაგვიჭერენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთათვის სულერთი არ არის გმირი წინაპრების ხსოვნის უკვდავყოფა.

ჩვენი საბანკო ანგარიშია (ეროვნული ვალუტისა ყველა ძირითადი უცხოური ვალუტისთვის):

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, SWIFT: UGEBGE22

IBAN: GE25VT6600000017663602

ანგ. მფლობელი: ააიპ საქართველოს უკვდავი ჯარი