უცხოეთი
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები უკრაინასთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს გამართავენ

 საქართვველო, 9 მაისი, საქინფორმი. „დიდი შვიდეულის“ ლიდერები უკრაინასთან დაკავშირებით დღეს ვირტუალურ სამიტს გამართავენ. გავრცელებული ინფორმაციით, ვირტუალურ სამიტში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

ვირტუალური სამიტის მასპინძელი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იქნება.

ლიდერებს შორის საუბარი გაიმართება უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე, უკრაინის გაძლიერების ძალისხმევაზე და გზებზე, რომლებითაც აჩვენებენ „დიდი შვიდეულის” ქვეყნების ერთიანობას კოლექტიური რეაგირების ფარგლებში, მათ შორის რუსეთისთვის პუტინის მიერ წამოწყებული ომის გამო მძიმე საფასურის დაკისრებით.

ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ლიდერები განიხილავენ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ან სულ მცირე, იმ უზარმაზარი ეკონომიკური სასჯელის გამკაცრებას, რომელმაც უკვე დააზარალა რუსეთი.

1tv.ge