სამართალი
დაკავება ყალბი უცხოური ვალუტის შეძენა-გასაღების ფაქტზე

dakaveba-qartvფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული არიან წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირები თამილა ჩანგელია, გია არახამია და ნუგზარ სულამანიძე. საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნულმა პირებმა 700 დოლარისა და 60 ლარის სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს 2000 ყალბი აშშ დოლარი გადასცეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, თანხა ყალბი 100-დოლარიანი კუპიურებისგან შედგებოდა, რომლებიც ნამდვილი ფულისგან ძნელად განირჩეოდა.

წინასწარი გამოძიება სსკ-ის 212-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.