პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის“ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად უმასპინძლებენ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო სესიაში.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფება.