საზოგადოება
„თავისუფალი საქართველო“ სერგეი ბაგაფშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აფხაზ ხალხს სამძიმარს უცხადებს

afxazeTi2როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ბაგაფშის გარდაცვალებამ დიდი გულისტკივილი გამოიწვია წევრებში.

„დღეს აფხაზეთში დიდი გლოვაა. სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების ფაქტმა და აფხაზების მწუხარებამ ჩვენში დიდი გულისტკივილი და თანაგრძნობა გამოიწვია. მართალია, ამჟამად ქართველ და აფხაზ ხალხს შორის კედელია აღმართული, მაგრამ ეს ხელს ვერ შეგვიშლის, ერთმანეთის ჭირ-ვარამი გავიზიაროთ“, – აცხადებენ კუკავას პარტიაში.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაგაფში მოსკოვში მიმდინარე წლის 29 მაისს მარჯვენა ფილტვზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. მას დღეს ოჩამჩირეში დაკრძალავენ.

ბაგაფშის მოვალეობას ამჟამად ალექსანდრე ანქვაბი ასრულებს. არჩევნები კი აფხაზეთში სამ თვეში ჩატარდება.