საზოგადოება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0331 ლარი გახდა

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0331 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება ლარი 3.0331 გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.0590 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0259 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1869 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.2190 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0321 ლარი შეადგინა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.