რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე
იმედოვნებს, რომ სიტუაცია მალე დამშვიდდება.
ამის შესახებ პატრიარქმა ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საბურთალოზე მდებარე ამაღლების სახელობის ტაძარში აღვლენილი წირვის დასრულების შემდგომ ქადაგებაზე ბრძანა.„საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და ვერავითარი გარე და შიდა მტერი ვერაფერს დააკლებს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე დამშვიდდება და თავის კალაპოტში ჩადგება და ქართველი ადამიანები ერთმანეთს შეუნდობენ. ჩვენ მალე გაბრაზება ვიცით, მაგრამ ქართველი ადამიანი მალე ივიწყებს იმ წყენას, რომელიც მიაყენეს. ამით ქართველი ადამიანი უფლის მონათესავეა“, – ბრძანა უწმიდესმა, რომელმაც საზოგადოებას ურთიერთსიყვარულისკენ მოუწოდა.
ილია მეორემ ქადაგება ურთიერთსიყვარულის მოწოდებით დაასრულა და წმიდა მოციქულის – იოანე ღმრთისმეტყველის, სიტყვები გაიმეორა: „გიყვარდეთ ერთმანეთი!“