აქტუალური
აპრილში წლიური ინფლაცია 12.8% იყო

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული მონაცემებით, აპრილში წლიური ინფლაცია 12.8% იყო.

წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 1.8%-ით გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი (22.4%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (21.3%); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი (9.4%-იანი ზრდა).

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე კი – ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (4.9%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (3.7%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (3.3%-იანი ზრდა).