პოლიტიკა
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა «ევრონიუსთან” საუბრისას განაცხადა, მას „რუსეთში მიმდინარე პროცესები აწუხებს და ყველაზე მეტად ის აღელვებს, რომ რუსეთში არაფერი იცვლება – ის სამხედრო ძალის, მეზობლებთან დაკავშირებით აგრესიის გაზრდისკენ მიისწრაფვის“.
„სხვა მხრივ რუსეთის სისუსტეც მაწუხებს – ქვეყანაში უამრავი სტრუქტურული და კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემაა. ჩვენ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ. გვინდა, რომ რუსეთი გაცილებით ღია, ლიბერალური და უფრო თანამედროვე იყოს, ასეთ რუსეთთან საერთოს გამონახვას შევძლებდით. ჩვენ ხომ თვითმკვლელები არ ვართ, ჩვენ არ გვინდა რუსეთთან კონფრონტაცია, ხომ დავინახეთ, ამას რა ნეგატიური შედეგები მოაქვს. მეორე მხრივ კი, გვინდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება, არ გვინდა რუსეთის იმპერიაში დაბრუნება. ეს, რა თქმა უნდა, ფანტასტიკის სფეროდან არის, თუმცა ჯერ კიდევ ზის ზოგიერთი პოლიტიკოსის ტვინში, დაწყებული პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინით. ამიტომაც ეს დიდი პრობლემაა ისეთი პატარა და დაუცველი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.