პოლიტიკა
სააკაშვილი სარეაბილიტაციოდ „აზოვსტალში“ უნდა გაიგზავნოს - არნო ხიდირბეგიშვილი

 საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. „როგორც ცნობილია, სააკაშვილის დედა და უახლოესი მეგობრები საქართველოსა და უკრაინაში, პატიმრის მძიმე ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოითხოვენ მის გაგზავნას უცხოეთის კლინიკაში ვითომდა რეაბილიტაციისთვის - თითქოსდა საქართველოში ასეთი პროფილის საავადმყოფოები არ არის. წინადადება შემომაქვს, დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნა - გადაუვადდეს სააკაშვილს სასჯელის მოხდა და გადაყვანილ იქნას სარეაბილიტაციოდ მარიუპოლში, "აზოვსტალში". ამაზე უკეთესი „კლინიკა“ მისი ფსიქიკის სამკურალოდ არ არსებობს!

რეაბილიტაციის მერე ის საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება რკინის კონტეინერში - რძის პროდუქტებით, როგორც შარშან, ან პერსონალურით, როგორც "გრუზ 200".

რა თქმა უნდა, ერთგული თანამებრძოლები საქართველოს მესამე პრეზიდენთს მარიუპოლში და იმის იქითაც გაყვებიან, ამაში ხელი უნდა შევუწყოთ”, - დაწერა თავის Facebook-გვერდზე „საქინფორმი“-ს მთავარმა რედაქტორმა, პუბლიცისტმა, პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა არნო ხიდირბეგიშვილმა.