აქტუალური
საქსტატის ინფორმაციით, აპრილში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 2,8% შეადგინა. იანვრის შემდეგ ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. იანვარში ეკონომიკის 9,7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, თებერვალში ამ მაჩვენებელმა 4,7% შეადგინა, მარტში კი ეკონომიკა მხოლოდ 3,8%-ით გაიზარდა. ამის მიუხედავად, იანვარ-აპრილის საშუალო მაჩვენებeლი მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოებულია; ოთხ თვეში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 5.2% შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს მთავრობა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.