პოლიტიკა
„ლუკაშენკო დასავლეთთან მოლაპარაკებას პუტინის გარეშე აწარმოებს“ - არესტოვიჩი

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბელარუსის არაღიარებული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთთან ცალკე მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტის პუტინის თანხმობის გარეშე აწარმოებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

ჩვენი ინფორმაციით, ის აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს დასავლეთთან. ამის შესახებ გვეუბნება ბელარუსის ოპოზიციაც და დასავლური დაზვერვაც. დეტალები არ ვიცით, თუმცა ვიცით, რომ ლუკაშენკო ამბობს: მე დამნაშავე არ ვარ, ის თვითონ მოვიდა ჩემთან.

ჩვენ ვნახეთ, რომ ბელორუსი ხალხი ჩვენთან ომის წინააღმდეგი იყო. ამჟამად ბელარუსის ტერიტორია უკრაინაზე სარაკეტო იერიშების განსახორციელებლად პრაქტიკულად არ გამოიყენება“, - განაცხადა არესტოვიჩმა.