უცხოეთი
მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსი ჯარისკაცები უკრაინელი ტყვეების დედებს გამოსასყიდს სთხოვენ

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსი ჯარისკაცები უკრაინელი ტყვეების დედებს გამოსასყიდს სთხოვენ.

პოდოლიაკმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მისი ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელი პატიმრის დედას გაუგზავნეს. ოკუპანტები 5 000 ევრო ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დედას შვილის სიკვდილით დასჯით ემუქრებიან.

„რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა აღიარონ,“- წერს პოდოლიაკი „ტვიტერში“.

interpressnews.ge