საზოგადოება
საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„ვიდრე საქართველო მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება, ჩემი ფიქრები უკრაინელ მეგობრებთან და მათ დიად მსხვერპლთანაა. ტანჯვის შემდეგ დადგება აღდგომის ჟამი. დიდება უკრაინას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.