სამართალი
მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებმა მოინახულეს, დასკვნას საზოგადოებას ნინო ლომჯარია გააცნობს

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ექიმების მიერ მომზადებულ დასკვნას საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს.

როგორც სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა, კონსილიუმის ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი პარასკევს მოინახულეს.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.

ხვალ ან ზეგ ომბუდსმენი გააკეთებს განცხადებას და მანამდე ჩვენ ვერ გავაკეთებთ კომენტარს. ზოგადად სუსტად არის. შევჯერდებით, ჩვენ ჩვენი დასკვნები დავწერეთ და დანარჩენს ქალბატონი ნინო მოგახსენებთ“, - აღნიშნა თენგიზ წულაძემ.