უცხოეთი
დიდი ბრიტანეთი უკრაინას ჯავშანმანქანებს უგზავნის

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთი უკრაინას ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, Stormer-ის ჯავშანმანქანებს გადასცემს, რომლებიც Starstreak -ის საზენიტო რაკეტების გამშვებით არის აღჭურვილი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა თემთა პალატას განუცხადა, რომ მანქანებს აქვთ „დისტანციურ საზენიტო შესაძლებლობები როგორც დღისით, ასევე ღამით“.

მისი თქმით, Starstreak-ის რაკეტები უკრაინაში აქამდეც განლაგებული იყო და ბოლო სამი კვირის განმავლობაში გამოიყენებოდა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, რომ უკრაინაში რუსული ჯარების ბრძოლისუნარიანობა არ არის ეფექტური, მან უკრაინის წინააღმდეგობა შეაქო .

interpressnews.ge