საზოგადოება
ნულოვანი რეიტინგის მქონე საქართველოს პრეზიდენტმა NDI-ს გაყალბებული გამოკითხვით 63% აიღო

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა უკრაინაში ომზე საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის საპასუხო ქმედებებს დადებითად აფასებს.

გამოკითხულთა 63 პროცენტი უკრაინაში ომზე საქართველოს პრეზიდენტის საპასუხო ქმედებას დადებითად აფასებს, 18 პროცენტი უარყოფითად, კითხვაზე პასუხი არ აქვს 18 პროცენტს.

ამასთან, გამოკითხულთა 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის საპასუხო ქმედებები დადებითია, 37 პროცენტი აცხადებს, რომ უარყოფითი, ხოლო 15-მა პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა დღეს გამოქვეყნდა. კვლევის ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.