სამართალი
საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 2019 წლის სექტემბრის შემდგომ ჩაკეტილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტები 21 აპრილიდან გაიხსნა.
ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება აუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.