პოლიტიკა
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით და პირადად ჩემგან მიიღეთ გულწრფელი სამძიმარი ბატონ სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების გამო, რომელიც აფხაზი ხალხის ღირსეული წარმომადგენელი და მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო.
ყოველგვარი წინააღმდეგობა, რომელიც გარედან ხელოვნურადაა შექმნილი და გვმიჯნავს ამქვეყნად, ქრება ღვთის სასუფეველში.
აღვავლენთ ლოცვას, რომ მისმა უკვდავმა სულმა მშვიდად განისვენოს ცათა სასუფეველში.
პატივისცემით,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე