საზოგადოება
გაუმარჯოს რესპუბლიკას! ძირს მონარქია! - კახაბერ როდინაძე სპეციალურად „საქინფორმისთვის“

 ქართული ადათით ეროვნება მამით განისაზღვრება, ხომ?

თამარ მეფის ქმარი იყო დავით-სოსლან ცარაზონი, ხომ?

ოსი, ხომ?

ანუ, დავით-სოსლანის ცარაზონის შვილები და შემდეგ მათი შვილები და კიდევ შვილები ვინ არიან?

და თუ მე ვცდები, დავუშვათ, დავით-სოსლან ბაგრატიონი იყო, და თუ თამარ მეფეც და დავით-სოსლანიც ორივე ბაგრატიონია, მაშინ ერთმანეთის ნათესავები ყოფილან? ნათესავებმა ერმანეთზე იქორწინეს?! სისხლის აღრევა მოხდა?! ღვთის მცნება დაარღვიეს?!

რჯულის კანონის თანახმად, ერთმანეთის ნათესავებს არ შეუძლიათ 7 თაობაში დაქორწინება. თამარი წმინდანია. თამარი რჯულის კანონს არ დაარღვევდა. მე ასე მწამს. თქვენ?

საღი აზრი ამბობს, რომ ნათესავები, ჯერ ერთი, არც დაქორწინდებოდნენ, და მეორე, რომც მოენდომებინათ დაქორწინება, ეკლესია მათ ამის საშუალებას არც მისცემდა.

ამ ელემენტარული მოსაზრების საფუძველზე ვაკეთებთ ლოგიკურ დასკვნას, რომ თუნდაც მხოლოდ ამიტომ, დავით-სოსლანი არ ყოფილა ბაგრატიონი.

დავით-სოსლან ბაგრატიონი - ასეთი ადამიანი არ არსებობდა. არსებობდა ადამიანი სახელად დავით-სოსლანი, გვარად ცარაზონი. ეროვნებით ოსი, დავით-სოსლანი ცარაზონის მამა ოსი იყო. ვინაიდან ეროვნება როგორც ქართული, ისე ოსური ადათით განისაზღვრება მამით, ამიტომ დავით-სოსლან ცარაზონი ეროვნებით ოსი იყო.

საინტერესოა, რომ როცა ამბობენ, რომ დავით-სოსლანი თურმე ბაგრატიონი იყო, საბუთად ვახუშტი ბაგრატიონის 1745 წლის ნაშრომი მოაქვთ (ვახუშტი ბაგრატიონის, რომელიც დაინტერესებული პირი იყო დავით-სოსლანი ქართველად გამოეცხადებინა და არა ოსად), ხოლო ამ ნაშრომის საფუძვლად გამოყენებული ცნობები „ქართლის ცხოვრების“ მე-17 საუკუნის წინა საუკუნეების ორიგინალურ ვერსიებში არ არის, ეს ცნობები „ქართლის ცხოვრებაში“ მოგვიანებით გაჩნდა, ბუნებრივია, იმის გამო, რომ ბაგრატიონების გენეალოგია „გაესწორებინათ“, მე-17 საუკუნისთვის ხომ ოსებთან ომებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, და ბაგრატიონებისთვის მტერი ოსთა სახელმწიფოს მმართველების შთამომავლად ყოფნა პოლიტიკურად არა-მომგებიანი იყო.

რამდენია ე.წ. „მეცნიერული ვარაუდები“, "ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში გ-ა-ნ-მ-ტ-კ-ი-ც-ე-ბ-უ-ლ-ი მოსაზრებები", "მკვლევართა აზრები", - და ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ როგორმე მამით ოსი დავით-სოსლან ცარაზონი ქართველად გამოაცხადონ, რომ როგორმე მკვდარი მონარქიული იდეა გააცოცხლონ, და ქართველს ხალხს თავზე არა-ქართველი მონარქი თავის ნადირ-ვეზირებიანად დააჯინონ,რისთვისაც „მკვლევარების“ მთელი არმია მზად არიან თვითონ ეროვნების მამით დადგენის ქართული ადათიც არ-არსებულად გამოაცხადონ.

იცით, მეც მაქვს ე.წ. "ვარაუდი", ხუმრობით ვამბობ, იუმორისტული “ვარაუდი“, - ეს "მკვლევარები" მონარქის გვირგვინის „მაძიებლებთან“ ერთად ურანის საბადოებში გავაგზავნოთ "შემოქმედებით მივლინებაში", გონებას ანათებს, და გვირგვინიც რადიაქტიულად გამოსხივებას იწყებს, თურმე, მე ასეთი „ვარაუდი“ მაქვს.

საუკუნეები ატრიალებდნენ ჭკუა-ნაკლულები ლეგენდას, დავითი ამბობდაო, ბიბლიური სოლომონ მეფის, ანუ ებრაელის შთამომავალი ვარო, მერე, ერთი ჭკვიანი რომ გამოჩნდა და იკითხა, ებრაელი თუ წინაპარია, მაშინ შთამომავალიც ხომ ებრაელის შთამომავალი გამოდისო, ამის შემდეგ ჭკუა-ნაკლულებმა "პლასტინკა" შეცვალეს, დავით აღმაშენებელს არაფერი არ უთქვამსო, ეს ამბავი ცრუპენტელა ლიტერატორებმა პროზაიკოსებმა პოეტებმა მოჩხამესო.

მოკლედ ვიტყვი, ქართველი ხალხი იყო და არის. ქართველ ხალხს არ სჭირდება არა-ქართველი მმართველები. თუ ვინმეს აქვს პრეტენზია ტახტზე, მაშინ ისტორიულ სამშობლოში - ჰერი, ჰერი. გაუმარჯოს რესპუბლიკას! ძირს მონარქია!

ოპონენტების საყურადღებოდ,

ვაცხადებ, თამარ და დავით სოსლანი არ ყოფილან ნათესავები. ვინც აცხადებს, რომ ისინი ნათესავები იყვნენ, და დაქორწინდნენ, ანუ ადგილი ჰქონდა სისხლის აღრევას, ტალახში სვრის თამარის სახელს, ანუ არის ან მტერი, ან ჭკუანაკლული.

მაგრამ დავუშვათ, არ გაწყენინეთ და დაგეთანხმეთ, დავუშვათ, თქვენ მართალი ხართ.

დავუშვათ, დავით-სოსლანი ბაგრატიონი იყო, თამარ მეფეც ბაგრატიონი იყო, ორივე ბაგრატიონი იყო, ხომ ამას ამბობთ? დავუშვათ, დაგეთანხმეთ, რომ ზემოთ აღნიშნული ფაქტებია და სიმართლეს შეესაბამება.

ახლა კი ფაქტების შეფასება:

ერთმანეთის ნათესავები ყოფილან. ნათესავებმა ერმანეთზე იქორწინეს?! სისხლის აღრევა მოხდა?! ღვთის მცნება დაარღვიეს?!

რაო, არ ყოფილან ნათესავები?

მაშინ თქვით, იქორწინეს, მაგრამ ნათესავები არ ყოფილან.

თუ ნათესავები არ ყოფილან, მაშინ რაღაზე მედავებით?

საერთოდ, აქ რა არის სადავო? მე ვთქვი, რომ დავით სოსლანი არ არის ბაგრატიონი. ვინც არ მეთანხმება, ესე იგი ამბობს, რომ დავით სოსლანი არის ბაგრატიონი. ხომ ასეა? ამის შემდეგ ვამბობ, რომ, ოპონენტების ლოგიკით, თუ დავით სოსლანი არის ბაგრატიონი, და თამარიც ბაგრატიონია, მაშინ ისინი ნათესავები ყოფილან. ჰოდა, ოპონენტებს რა არ მოსწონთ, საკუთარი ლოგიკა, ჭკუა-გონება, საზრიაობა, პატრიოტიზმი? კონკრეტულად რა? თუ ყველაფერი ერთად.

2022 წლის 21 აპრილი
საქართველო, თბილისი