უცხოეთი
საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. ისტორია უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს არ დაივიწყებს, სამართლიანობის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერში“ წერს.
„ბოროდიანკაში, ისევე როგორც ბუჩაში, ისევე როგორც ძალიან ბევრ სხვა უკრაინულ ქალაქში, ისტორია არ დაივიწყებს აქ ჩადენილ ომის დანაშაულებებს. სამართლიანობის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია,“- წერს შარლ მიშელი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს კიევში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, ის ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
interpressnews.ge