მინდა ვკითხო აშშ-ის ელჩს საქართველოში - გუშინ თქვენს პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს სააღდგომო კურდღელი ბანის რატომ შეეშინდა? წინა კვირას კი სცენაზე დაიკარგა - არ იცოდა საით წასულიყო და, რაც სულაც არ არის სასაცილო, ხელი გაუწოდა ... აჩრდილს? ქალბატონო კელი დეგნან, თქვენს ქვეყანაში აშკარად ყველაფერი რიგზე როდია, ხომ არ ჯობია, ამერიკით დაკავდეთ, ქართველი ნაცისტების უკრაინის ომში გაცილების ნაცვლად, რომლებსაც საგზლად ლურჯ-ყვითელ ცხვირსახოცებში შეფუთულ მოხარშულ კვერცხებს ატანთ?! განა ნორმალურია, როცა ბირთვული კეისი არაადეკვატური მოხუცის ხელშია?!
აშშ დასავლეთის ლიდერია, უდიდესი ბირთვული ზესახელმწიფო, თქვენთან არის დაზგა, რომელიც ბეჭდავს დოლარებს - გლობალურ მსოფლიო სარეზერვო ვალუტას. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამერიკის პოლიტიკური სისტემა მოიშალა, რადგან ხელისუფლების მწვერვალზე მოხვდა და წელიწადზე მეტია იქ იმყოფება ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანი, ხანდაზმული ასაკის თანმხლები დაავადებებით? დიახ, პოლიტიკის მოჰიკანი ჯო ბაიდენი ადრე ნორმალური დემაგოგი, ორატორი და პოპულისტი იყო, ანუ ჩვეულებრივი ამერიკელი პოლიტიკოსი, მაგრამ ახლა თქვენ, ამერიკელებმა, სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები - სანამ მას გადაირჩევენ, ორი წელი გავა, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს იგი ამ დროის განმავლობაში?! მიაფურთხეთ საქართველოს, ქალბატონო ამერიკის ელჩო, და სასწრაფოდ გაფრინდით თქვენი მშობლიური ამერიკის გადასარჩენად! ჩვენ უთქვენოდ ვცხოვრობდით და აწიც როგორმე ვიცხოვრებთ.
საშინელ საიდუმლოს გაგიმხელთ - სკლეროტიკი ბაიდენი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც რუსეთს ეომება, დასავლური კოლექტივის დირიჟორი, რომელიც რუსებს ებრძვის! კლინტონმა კინაღამ დაკარგა პრეზიდენტის სავარძელი ორალურ კაბინეტში ოვალური სექსისთვის, უკაცრავად - ორალური სექსისთვის ოვალურ კაბინეტში, ხოლო აღმოსავლეთის ფრონტის მეთაურობა მესამე მსოფლიო ომში, როცა გეშინია კურდღლის პლუშის ფორმიანი გოგონასი, ესე იგი შეიძლება?! ვინმეს წარმოუდგენია, რომ პუტინს კურდღლის, ან თუნდაც ამურის ვეფხვის შეეშინდეს, რომლებსაც ხშირად ეთამაშება?! წარმოგიდგენიათ, რა ხმაურს ატეხდა ამერიკული ტელევიზია, პუტინს სიტყვით გამოსვლების დროს რაღაცა რომ არეოდა, როგორც ამას გამუდმებით აკეთებს ბაიდენი, უკრაინას ჩინეთში რომ ურევს?! წარმოგიდგენიათ დასავლური გაზეთების სათაურები, პუტინი სცენაზე რომ დაკარგულიყო, მოჩვენებისთვის ხელი გაეწვდინა ან თვითმფრინავის ტრაპზე დაბარბაცებულიყო?! თუ აშშ-ის პრეზიდენტს ყველაფერი ეპატიება, რუსეთის კი არა?! რა არის ეს - ისევ ორმაგი სტანდარტები, ერთპოლარული მსოფლიო?! ან იქნებ „ღმერთი“ და „ბაიდენი“ სინონიმებია?! აწი სინონიმებია „ბაიდენი“ და „ბანი“...
ამერიკას გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს, რადგან მხოლოდ ნაცისტებს - ქართველს, უკრაინელს, ევროპელს, ერს აქ მნიშვნელობა არ აქვს - შეუძლიათ სურდეთ ამერიკის ან რუსეთის დაღუპვა. მე თქვენთან ერთადაც კი გავფრინდებოდი ამერიკის გადასარჩენად, მაგრამ არ შემიძლია - ჩემს მეგობრებთან ერთად, ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინო, გავათავისუფლო ის ქართველი ნაცისტებისგან, ვაიძულო ხელისუფლება, რომ მართოს და საკუთარი ჩრდილის არ ეშინოდეს! უფრო ზუსტად - არა საკუთარი, არამედ ამერიკელი ელჩის, თქვენი ჩრდილის, ქალბატონო კელი, იმიტომ რომ მეტისმეტად დააშინეთ საქართველოს ხელისუფლება! თითქოსდა რატომ უნდა ეშინოდეთ თქვენი? ნაზი ქალი, სახლიდან შორს, გარშემორტყმული არაკეთილგანწყობილი ქართველი ხალხით, რის პროვოცირებაც თავად მოახდინა... დიახ, ურჩი ქართველები არ გიყვართ და თქვენც არ უყვარხართ ქართველებს, რადგან არ გესმით მათი. გირჩევთ, თვითფრინავში, როცა ამერიკის გადასარჩენად გაფრინდებით, წაიკითხეთ ყველა ჩემი პუბლიკაცია, სადაც კელი დეგნანს ვახსენებ. დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონში ჩაფრენისას, გაცილებით მეტი გეცოდინებათ ქართველების შესახებ, ვიდრე საქართველოში ყოფნის მთელი ამ წლების განმავლობაში! თუკი... უკვე ისედაც არ კითხულობთ ჩემს ყველა პუბლიკაციას, ასეთი ეჭვიც მაქვს... მაშინ - პატარა რჩევა: არასოდეს დაიწყოთ თემატური გამოსვლა ოპონენტის თეზისების თითქმის სიტყვასიტყვით ციტირებით, თუ შემდგომში მათი უარყოფა გსურთ! თქვენ ხშირად იმეორებდით ჩემს მესიჯებს და შემდეგ აკრიტიკებდით, რითაც პრაქტიკულად უპასუხეთ თქვენდამი მიმართულ ჩემს პუბლიკაციებს, რაც ნიშნავს, რომ მათ კითხულობთ!
ახლა ვისაუბროთ როგორც პარტნიორებმა, აშშ ხომ კვლავ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. თუ უკვე არა, ქალბატონო კელი?! როგორ ფიქრობთ, ქართველი ხალხი, რომელიც ხშირად ხმარობს გამოთქმას „კურდღელივით მშიშარა“, ამიერიდან მოისურვებს სტრატეგიულ პარტნიორად ჰყავდეს ქვეყანა, რომლის პრეზიდენტსაც კურდღლის შეეშინდა?! ვისაც შეეშინდა რუსეთთან ომის უკრაინის - აშშ-ის კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორის გულისთვის? თუ უკრაინა მხოლოდ მაშინ არის აშშ-ის პარტნიორი, როცა ბაიდენის შვილი იქ გაზის მაქინაციებშია ჩაფლული?! ქალბატონო კელი! მე, როგორც ნამდვილი ქართული ინტელიგენციის წარმომადგენელი, თავისუფალ ატმოსფეროში გავიზარდე, მამაჩემის წყალობით, რომელსაც დავყავდი მოსკოვშიც და საზღვარგარეთაც, მიწერდა სსრკ-ში მაქსიმალურად ხელმისაწვდომ გამოცემებს, როგორიცაა "Англия", "Иностранная литература" და სხვ., არ მიკრძალავდა ამერიკული კონოს ყურება, ჯაზის და აკრძალული რადიოსადგურების მოსმენა, გავიცანი აშშ და დასავლური კულტურა საკმაოდ კარგად. სწორედ ამიტომ ჩამომიყალიბდა სტერეოტიპი, რომ აშშ არის თანაბარი შესაძლებლობების ქვეყანა და კანონის წინაშე იქ ყველა თანასწორია. ნუთუ ვცდებოდი?! მითხარით, ქალბატონო კელი, მაშინ ვცდებოდი თუ ახლა ვცდები? დამსახურებულად ვცემდი პატივს და მიყვარდა მელორ სტურუას ამერიკა, რომელიც ახლა გადასარჩენია, რადგან იქ რაღაც რიგზე ვერ არის? თუ აშშ ყოველთვის იყო დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ბუტაფორია? თუ, მაგალითად, პუტინის ქალიშვილები რაიმე სკანდალში გაეხვეოდნენ, პუტინი დღეს რუსეთის პრეზიდენტი იქნებოდა? მაშინ რატომ არის ბაიდენი, მის ვაჟიშვილ ჰანტერთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის შემდეგ, უწინდებურად აშშ-ის პრეზიდენტი? ბაიდენი ღიად საუბრობს იმაზე, თუ როგორ აშანტაჟებდა იგი, როგორც უკრაინაზე პასუხისმგებელი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტ პოროშენკოს მილიარდი დოლარის დახმარებით: „ექვს საათში მივფრინავ. თუ პროკურორს არ გაათავისუფლებთ, ფულს ვერ მიიღებთ. ჰოდა, ძაღლიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს ... ”. ”ძაღლიშვილს“ ბაიდენი უწოდებს უკრაინის მაშინდელ გენპროკურორ შოხინს, რომელმაც გახსნა ბაიდენის შვილის, ჰანტერის, გაზთან დაკავშირებული მრავალმილიონიანი მაქინაციების საქმე ფირმა „ბურისმა“-ში. მაშ, სად არის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ქალბატონო დეგნან, თქვენთან, აშშ-ში თუ რუსეთის ფედერაციაში?!
გკითხავთ, როგორც პარტნიორი-პარტნიორს, საქმიანად, ამერიკულად, რადგან პოლიტიკაში მუდმივია მხოლოდ ინტერესები და არა ემოციები: აშშ-მა ხომ შეგნებულად გადაჰკიდა უკრაინა რუსეთს, დაუხვავა დოლარები და „ჯაველინები“, რათა ამ დებილ უკრაინელ ნაცისტებს უფრო დიდხანს ებრძოლათ რუსებთან, ასე არაა?! და რათა უკრაინამ და მთელმა ევროპამ შეიძინოს ამერიკული ფიქლის გაზი, რომელსაც, ჩვეულებრივ, ფეკალურს ეძახიან, მისი სიძვირის გამო?! რუსეთის დამარცხება ომით რომ შეიძლებოდეს, ამას აშშ დიდი ხნის წინ გააკეთებდა! მაგრამ ომისთვის გაწირეს უკრაინა და დაე ახლა უღმერთო ნაცისტებს დაეხმარონ ნაყიდი ყალბი ტომოსი, სქიზმატური ცრუ-ეკლესია და სტამბოლელი ბართლომე! მე ამერიკელი ხალხის ბედი მაწუხებს: რატომ ისვრიან კოვბოებმა საკუთარ ფეხში?! რუბლი ვერასოდეს გადაიქცეოდა კონვერტირებად ვალუტად, რომლითაც უკვე რუსული გაზის საფასურს იხდიან, აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ სანქიცები რომ არ შემოეღო და არ გაეძარცვა რუსეთის საბანკო ანგარიშები! რუსეთი არასოდეს დაიწყებდა მესამე მსოფლიო ომს ნაციზმთან და უკრაინის დასაბრუნებლად, აშშ-ს რომ არ წაექეზებინა კიეველი მემწვანილე ნარკომანის ხელისუფლება რუსეთთან საომრად! აშშ კიდევ დიდხანს დარჩებოდა მსოფლიო ჰეგემონად ერთპოლარულ სამყაროში, აშშ-ს რომ არ გაეღვიძებინა რუსეთი აღმოსავლეთში ნატოს გაფართოებით, და არ ებიძგა უკრაინაში სპეცოპერაციისკენ! დასავლური სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული მოღალატეები, ქურდები და ანგლოსექსური გავლენის აგენტები კიდევ დიდხანს, თუ სამუდამოდ არა, დარჩებოდნენ რუსეთის სახელისუფლებო სტრუქტურებში, აშშ-ს, რომელიც უბიძგებდა კიევის ხელისუფლებას ატომური და ბიოლოგიური იარაღის შექმნისკენ, დონბასში 8-წლიანი გენოციდისკენ, კრემლის თვითგანწმენდის პროვოცირება რომ არ მოეხდინა! აშშ მუდმივად იბრძოდა მთელ მსოფლიოში, ხოლო რუსეთი ავღანეთის შემდეგ - მხოლოდ ერთხელ, სირიაში, ახლა კი აშშ-მა მას შესანიშნავი შესაძლებლობა მისცა გამოეცადა იარაღი და ჯარი რეალურ პირობებში გაეწვრთნა. განა არსებობს ამაზე უკეთესი რეკლამა რუსული იარაღისთვის, თანაც - უფასო?! ეხლა კი რუსეთი მილიარდიან სამხედრო შეკვეთაბს მიიღებს!
არადა, რუსეთი ისეთს არაფერს ითხოვდა - დობასში სამართლიანი და გამჭირველე არჩევნები ჩატარებულიყო, არ გაფართოებულიყო ნატო აღმოსავლეთით, რუსეთის საზღვრებამდე, იქ არ დაეყენებინა ამერიკული რაკეტები და შეეჩერებინა უკრაინისა და საქართველოს სამხედრო ათვისება! ეს ყველაფერი კრემლში ძალიან მარტივად, ორ ფურცელზე იყო დაწერილი და ორალურ კაბინეტში გაგზავნილი, მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინის წერილი მონიკას ჩაუვარდა ხელში და პრეზიდენტამდე ვერ მიაღწია... თუ მოხუცი ბაიდენმა ეს ფურცლები ჩვეულებრივი ქაღალდივით გამოიყენა?! დიდი ამბავი, ახირებულ მოხუცს ქაღალდები აირია, უარესიც მომხდარა, თუმცა განა არსებობს უაზრო ომზე რამე უარესი?!
ქალბატონო ამერიკის ელჩო!
გასულ პარასკევს საქინფორმმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ქართველი ბოევიკების უკრაინაში გამგზავნი „თბილისის საკოორდინაციო შტაბის“ შესახებ. საქინფორმმა მიუთითა კონკრეტული პირების ვინაობა, ელექტრონული ფოსტის მისამართები, საბანკო ანგარიშები და მობილური ტელეფონის ნომრები, თუმცა საქართველოს სუს-ი ამ ინფორმაციას დღემდე არც ადასტურებს და არც უარყოფს.
ბოლო ერთვი თვეა, რამდენიმე პუბლიკაციაში ვიმეორებ, რომ საქართველოს კანონის თანახმად, უკრაინაში საბრძოლველად წასულმა ყველა პირმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა და ისინი ქვეყანაში არ უნდა შემოუშვან. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება უმოქმედოდაა, თუმცა რამდენიმე ნაცისტი უკვე დაბრუნდა საქართველოში და სხვა ძაღლიშვილებიც მალე დაბრუნდებიან.
იმედი მაქვს, რომ თქვენ, ქალბატონო აშშ-ის ელჩო, მაგალითს მისცემთ სუს-სა და საქართველოს მთავრობას და მიპასუხებთ მე, „მეოთხე ხელისუფლების“ წარმომადგენელს (ნუ აურევთ „მეხუთე კოლონაში“), როგორც ამას ითხოვს ინსტრუქცია და დემოკრატია. თუ, რა თქმა უნდა, გაქვთ რაიმე პასუხი...
ქრისტე აღსდგა!
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2022 წლის 20 აპრილი
საქართველო, თბილისი