აქტუალური
სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ომის გასაჭიანურებლად ყველაფერს აკეთებს

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები ომის გასაჭიანურებლად ყველაფერს აკეთებენ. ამის შესახებ განცხადება სერგეი შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე გამოსვლისას გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ეს შოიგუს პირველი საჯარო კომენტარია ბოლო სამი კვირის განმავლობაში.

„უცხოური შეიარაღების რაოდენობის მიწოდების ზრდა თვალსაჩინოდ მიუთითებს მათ მიზანზე, მოახდინონ კიევის რეჟიმის პროვიცირება, რომ მათ იბრძოლონ ბოლო უკრაინელის დაღუპვამდე“, – განაცხადა მინისტრმა.

სერგეი შოიგუ ბოლო პერიდოში მედიასთან იშვიათად ჩნდება. ბოლოს რუსეთის თავდაცვის მინისტრის კომენტარი ჟურნალისტებმა 8 აპრილს მიიღეს.