აქტუალური
ICBSS-ის ალტერნატიული გენერალური დირექტორის პოზიციაზე საქართველოს კანდიდატურა აირჩიეს
icbssსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2011 წლის 31 მაისს, ქ. ათენში (საბერძნეთი) გაიმართა შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICBSS) დირექტორთა საბჭოს სხდომა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასა (BSEC) და ევროკავშირს (EU) შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. სხდომაზე, ასევე, განხილულ იქნა შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICBSS) ალტერნატიული გენერალური დირექტორის არჩევის საკითხი.
აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICBSS) ალტერნატიული გენერალური დირექტორის პოზიციაზე ხმათა უმრავლესობით არჩეულ იქნა საქართველოს კანდიდატურა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში, ნორვეგიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში დავით კერესელიძე.