საზოგადოება
ცვლილებები სატელეფონო ქსელებში

phoneსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადების თანახმად,

1. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების  შესაბამისად, 2011 წლის 4 ივნისს 00:00 საათიდან იცვლება ფიქსირებული ქსელების ადგილობრივი სატელე­ფონო სადგურების  ნუმერაცია, კერძოდ:

ა) ქ. თბილისში ექვსნიშნა ნუმერაცია შეიცვლება შვიდნიშნა ნუმერაციით და არსებულ სააბონენტო ნომერს დაემატება პირველ ციფრად – 2;  მაგალითად, სააბონენტო ნომერი 76XXXX  გახდება  276 XXXX;

ბ) ქ. რუსთავში გეოგრაფიული კოდი 34 შეიცვლება 341-თ, ხოლო თავად ქ. რუსთავის ადგილობრივ სატელეფონო სადგურებში, სააბონენტო ნომრის პირველი ციფრი – 1 შეიცვლება ციფრი – 2-ით; მაგალითად, სააბონენტო ნომერი 15 XXXX გახდება 25 XXXX; ქალაქ რუსთავში სხვა გეოგრაფიული ზონიდან და მობილური ქსელებიდან დასარეკავად გამოყენებულ უნდა იქნეს ნუმერაციის შემდეგი კომბინაცია – 341-2X-XX-XX;

გ) ყველა სხვა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ხუთნიშნა ნუმერაცია შეიცვლება ექვსნიშნა ნუმერაციით; ადგილობრივ სატელეფონო ნომერს პირველ ციფრად ემატება ციფრი – 2; მაგალითად, ქ. ქუთაისში, სატელეფონო ნომერი 3XXXX გახდება  23XXXX; ქალაქ ქუთაისში სხვა გეოგრაფიული ზონიდან და მობილური ქსელებიდან დასარეკავად გამოყენებულ უნდა იქნეს ნუმერაციის შემდეგი კომბინაცია – 431 23XXXX;

2. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების  შესაბამისად, 2011 წლის 20 ივნისს 00:00 საათიდან იცვლება მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელების ნუმერაცია და მობილურ სააბონენტო ნომერს პირველ ციფრად ემატება – 5. მაგალითად, სააბონენტო ნომერი 77-XX-XX-XX  გახდება 577-XX-XX-XX; ფიქსირებული სატელეფონო ნომრიდან (მაგალითად, სილქნეტის, ახტელის ან მაგთიფიქსის ნომრიდან) მობილურ ქსელში დასარეკავად უნდა გამოვიყენოთ ციფრების შემდეგი კომბინაცია: 8-577- XX-XX-XX, ხოლო მობილურ ქსელებში სატელეფონო ზარის შესრულებისას (მაგთიკომი, ჯეოსელი, მობიტელი) – ციფრების შემდეგი კომბინაცია: 577-XX-XX-XX;

3. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების  შესაბამისად, 2011 წლის 27 ივნისს 00:00 საათიდან იცვლება ფი­ჭური პრინციპით მომუშავე  ფიქსირებული სატელეფონო ქსელების ნუმერაცია (მაგთიფიქსი, სილქნეტის უსადენო ტელეფონი) და უსადენო ფიქსირებულ სატელეფონო ნომერს პირველ ციფრად ემატება – 7. მაგალითად, სააბონენტო ნომერი 90-XX-XX-XX  გახდება 790-XX-XX-XX; ფიქსირებული სადენიანი სატელეფონო ნომრიდან (მაგალითად, სილქნეტის, ახტელის  ნომრიდან) ან მობილური ქსელიდან უსადენო ფიქსირებულ სატელეფონო  ნომერზე დასარეკავად უნდა გამოვიყენოთ ციფრების შემდეგი კომბინაცია: 8-790-XX-XX-XX, ხოლო უსადენო ფიქსირებულ ქსელებში (მაგთიფიქსი, სილქნეტის უსადენო ტელეფონი) სატელეფონო ზარის შესრულებისას, ციფრების შემდეგი კომბინაცია – 790-XX-XX-XX.

რაც შეეხება საზღვარგარეთიდან საქართველოში ზარების განხორციელებას, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში დასარეკავად გამომძახებელი აბონენტი კრეფს: +, საქართველოს კოდს – 995, გამოსაძახებელი ქალაქის ახალ კოდს და ამ ქალაქის გამოსაძახებელი აბონენტის ნომერს (მაგ. საზღვარგარეთიდან ქ. ქუთაისში დასარეკავად იკრიფება +, საქართველოს კოდი – 995, ქალაქ ქუთაისის ახალი კოდი – 431 და გამოსაძახებელი აბონენტის 6-ნიშნა ნომერი, ე.ი. +995-431-2X-XX-XX).

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის რეფორმირების მიმდინარე ეტაპზე ექსტრემალური (საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გაზის საავარიო სამსახური, დაცვის პოლიცია) და საინფორმაციო-საცნობარო სამსახურების მოკლე სპეცნომრები და მათი გამოძახების არსებული წესი უცვლელი რჩება.