რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ქართველი დაქირავებულები და კრიმინალები, პოლიტიკური მათხოვრები და მექელეხეები უკრაინაში მაგარ ფულს შოულობენ

     რუსეთი ერთდროულად სამ ომს აწარმოებს და ღმერთმა ნუ ქნას, ერთი მაინც წააგოს”, - გვითხრა საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა უკრაინასა და საქართველოში გასული კვირის მთავარი მოვლენების კომენტირებისას.

- ბატონო არნო, როგორ აფასებთ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს უკრაინაში?

- განმეორდა მიშელის შეთანხმების ისტორია, როდესაც ომის პარტია - სააკაშვილის ნაცისტური მოძრაობა - არჩევნების შემდეგ პარლამენტში ჯორივით არ შედიოდა, წამოაყენა თავისი მოთხოვნები, რომელიც თბილისში ჩამოსულმა შარლ მიშელმა მის მიერ შედგენილ შეთანხმებაში შეიტანა. მაგრამ როცა „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა მას, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობისთვის ეს შეთანხმება წამგებიანი იყო, „ნაცმოძრაობა“ ჯიბრზე დადგა და ორ თვეზე მეტი ხელს არ აწერდა, სანამ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ხელმოწერები არ გაიწვია!

ასე მოხდა საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებითაც - „ნაცმოძრაობა” „ქართულ ოცნებას“ რუსეთუმეებად რაცხავდა, რომლებსაც უკრაინაში ჩასვლა თითქოს ეშინიათ სამძიმრის სათქმელადაც კი, მაგრამ როდესაც უმრავლესობამ საკუთარი წყენა ჩაყლაპა და ჩასვლა გადაწყვიტა, „ნაცმოძრაობამ“ ქვეშიდან გამოვიდა და უკრაინაში ცალკე გაემგზავრა! ეს მაზალო დელეგაცია „კარალევა მარგო“ - მარგველაშვილის, გრძელი დონდლო მელიასა და ნახევარკაცა ნაყოფიას შემადგენლობით, ყველგან მოხერხებული ეკახერხეულიძისურთ, უფრო მოხეტიალე ცირკს ჰგავდა ზელენის გასახარებლად ჩასულს! რომელ სამძიმარზე ატეხეს ბუჩა, გაფიცებთ?!

ეს ყველაფერი მორიგ ჯერზე ამტკიცებს, რომ სააკაშვილის პარტია მხოლოდ შანტაჟითდა ხელისუფლებასთან ბრძოლით არიან დაკავებული მისდამხობის და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მიზნით.

- „საკუთარი წყენა ჩაყლაპაო“ - თქვით და გამახსენდა "ოცნების" ლიდერების განცხადებები, რომ ისინი არ ესტუმრებიან უკრაინას მანამ, სანამ კიევის ხელისუფლება მრავალი შეურაცხყოფისთვის ბოდიშს არ მოიხდის და თავის სიტყვებს უკან არ წაიღებს. რა შეიცვალა?

- კიევი სააკაშვილის დაბრუნებას დაჟინებით ითხოვს, კიევმა გაიწვია ელჩი, რადგან საქართველო, თითქოსდა, არ შეუერთდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს და არ ეომება რუსეთს აფხაზეთში, თუმცა საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის ტონაჟით და ასევე - უკრაინაში დაქირავებული მებრძოლების - საქართველოს მოქალაქეების რაოდენობით. კიევმა თბილისი რუსეთში მიმავალი სამხედრო ტვირთების კონტრაბანდაში დაადანაშაულა, მის მთავრობას უწოდა ამორალური, რომელიც სიტყვას არ ასრულებს, თუმცა საქართველო უკრაინელ ლტოლვილებს კარგად იღებს და მათ შვილებს უკრაინულ ფაკულტეტებს უხსნის. მიუხედავად ამისა, დელეგაცია უკრაინაში გაფრინდა კიევისგან ყოველგვარი ბოდიშის გარეშე - სწორედ ასევე, ხელისუფლებამ ათჯერ მაინც განაცხადა, რომ განაცხადს ევროკავშირში გაწევრებაზე მხოლოდ 2024 წელს შეიტანს, მაგრამ უცებ გადაიფიქრა და ახლავე შეიტანა. ეს ამტკიცებს, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩებს შეუძლიათ აიძულონ საქართველოს ხელისუფლება შეცვალოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ერთ წუთში, რადგან მთავარი მესაჭე მიშელი ან ბორელი, ანდა თვით ბაიდენი კი არა, არამედ ანგლოსაქსონი ბორის ჯონსონია, რომელიც თბილისს წინა კვირას ეწვია.

არის მეორე მიზეზიც - საქართველოს ხელისუფლებასაც და საქართველოს ოპოზიციასაც ბევრი საერთო აქვთ, მიუხედავად მათი მეტოქეობისა. მაგალითად, მათ აბსოლუტურად არ იციან, არ ესმით რუსეთის - ქვეყნა, რომელიც იკავებს თითქმის მთელ კონტინენტს, მათთვის არის „ტერა ინკოგნიტა“! მათ ასევე ცუდად შეისწავლეს ისტორია, ძალიან ახალგაზრდა ასაკში მიიღეს დიდი თანამდებობები და ფული და ასევე, არ აქვთ ანალიზის უნარი და სჯერათ შარლატანების - თვითმარქვია ექსპერტებისა და მოლაყბეების. სწორედ ამიტომ, პროპაგანდას აყოლილებმა - აქაოდა, რუსეთი ომს აგებსო! - ყოველი შემთხვევისთვის კიევთან დასაახლოებლად ნაბიჯები გადადგეს...

- მსოფლიო რუსეთიდან ბევრ რამეს ისმენს და ხედავს, რაც კითხვებს აჩენს და ეჭვს იწვევს მის წარმატებაში, განა ასე არაა?

- რუსეთი ერთდროულად აწარმოებს სამ ომს და ღმერთმა ნუ ქნას, ერთი მაინც წააგოს! რა თქმა უნდა, გასაკვირია, როცა „უკრაინაში სპეცოპერაციის მთავარი ამოცანის შესახებ“ კითხვაზე პასუხის გაცემისას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი, თავდაცვის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, თითოეული მათგანი ახმოვანებს საკუთარ, პუტინის მიერ გაჟღერებულისგან განსხვავებულ სხვადასხვა ვერსიას. კითხვებს აჩენს „რუსკი კორაბლის“ - კრეისერი “მოსკოვის” საეჭვო ჩაძირვაც, მოსკოვის ვესიით „მეზღვაურუს უშნოდ გადაგდებული სიგარეტის ნამწვის გამო“. ბევრი რამ აჩენს კითხვებს, მათ შორის, როდესაც პრესმდივანი იცავს მდიდარ მოღალატეებს, რომლებმაც რუსეთს უღალატეს და იმედოვნებენ, რომ მოსკოვში პუტინის ფიასკოს შემდეგ დაბრუნდებიან; როდესაც ასტრონომიულ კორუფციაში ჩარფლულ მაღალი თანამდებობის პირებს აპატიმრებენ... იმედია დღეს ღარავინ დაადანაშაულებს სტალინს ომის დაწყებამდე და ომის დროს „ქვეყანისა და ჯარის რეპრესიებით დასუსტებაში“?! დიახ, რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, მაგრამ სტალინს არ ჰქონდა დრო ტყუან-მართალის გასარჩევად.

დღეს პუტინი ებრძვის 1 - იმ ომის მერე მოყუჩებულ და დღეს თავაწეულ უკრაინულ და ევროპულ ნაციზმს, 2 - ანგლოსაქსების - დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ჰეგემონიას, 3 - ნაცისტებისა და ანგლოსაქსების აგენტებს რუსეთის ხელისუფლებაში, რომლებიც სტალინის სიკვდილის შემდეგ დღემდე ძარცვავენ რუსეთს! 60 წლის განმავლობაში რუსეთი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ჭამდნენ და ყიდდნენ ყველაფერს, რაც სტალინის მიერ იყო შექმნილი. და თუ პუტინი ჩამოთვლილი სამი ომიდან ერთს მაინც წააგებს, ეს ძალიან ცუდი იქნება არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის! რუსეთი ფსკერზე ჩაითრევს ევროპასაც, აშშ-აც, ხოლო საქართველო საერთოდ შეწყვტს არსებობას. მსოფლიოაინაწილებენ შორეულ აღმოსავლური რასა და მუსლიმანურსამყარო, ჩინეთი, კორეა, თურქეთი, ირანი, ავღანეთი, ერაყი.

სხვათაშორის, ბოლო წლებში უკვე აღარავის ჰქონდა იმედი, რომ პუტინი სასწაულს მოახდენდა - ყველა შეეგუა, რომ მსოფლიოში არ არსებობს სიმართლე და სამართალი, რომ მდიდრები ყოველთვის მართლები არიან, რომ ხალხთა მეგობრობა და თანასწორობა წარსულს ჩაბარდა და უკვდავი მხოლოდ ორმაგი სტანდარტებია! მაგრამ პუტინმა გაბედა...

- და ბოლო შეკითხვა უკრაინაში ქართველების შესახებ. ფაქტია, რომ უკრაინამ 8 ელია ჩართო თვითლიკვიდაციის პროგრამა და ომის აპოთეოზი საზარელი იქნება. რას ეძებენ დღეს ქართველები უკრაინაში? არ ეყოთ აფხაეთი და სამაჩაბლო, ერაყი და ავღანეთი, პანდემია, ბოლოს და ბოლოს?! ნუთუ მართლა იმედოვნებენ, რომ უკრაინა გაანადგურებს რუსეთს, შემდეგ კი ჩამოვა საქართველოში, გაათავისუფლებს აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს, დაამხობს ივანიშვილის პარტიას და სააკაშვილს დააბრუნებს ხელისუფლებაში?!

- ქართველი დაქირავებული მებრძოლები და კრიმინალები, პოლიტიკური მათხოვრები და მექელეხეები უკრაინაში მაგარ ფულს შოულობენ, საქართველოში კი მათი ფასი ნოლია და ციხე არ აცდებათ! ფული არის ის, რაც აერთიანებს ქართველებს უკრაინაში. როგორ შეიძლება ქართველს, თუ იდიოტი არ არის, უკრაინისა და უკრაინელების ბედი აწუხებდეს, როცა მათ უკვე დიდი ხანია დაივიწყეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი?! არცერთ მათგანს არ აქვს იმის იმედი, რომ კვლავ დაინახავს მას საქართველოს შემადგენლობაში - ყველა, ვინც უკრაინაშია, ქართველი ნაცისტები - მთავარი ქართული ოპოზიცია - დიდი ხანია შეგუებულია, რომ ისინი დაკარგულია, უბრალოდ ხმამაღლა ამის თქმას ვერ ბედავენ!

მეორე კატეგორიაა ქართველი დაქირავებულები, ისეთივე მოხალისეები, როგორიც სხვა უცხოელი მებრძოლები, მამულაშვილის „ქართულ ლეგიონში“ არა შემთხვევით გაერთიანებული. დიახ, წავიდნენ ან გასამდიდრებლად, ან დასაღუპავად და მეორე რომ მოხდება, სამშობლოში სამხედრო პატივით არ უნდა დაკრძალონ, რადგან საქართველოსთვის კი არა, დოლარისთვის დაეცნენ! სიტყვამ „გმირი“, ისევე როგორც სიტყვამ „მოღალატე“, საქართველოში დიდი ხანია დაკარგა თავისი მნიშვნელობა. აი, მაგალითად, მე, არნო ხიდირბეგიშვილი, ქართული ჯარის თადარიგის ოფიცერი, ხვალ რომ უკრაინაში საბრძოლველად ჩავიდე და დავუღუპო, საქართველოში სახელმწიფომ სამხედრო პატივით უნდა დამკრძალოს და გმირად გამომაცხადოს?!

მესამე კატეგორია კი არის პოლიტიკური ნაგავი, პოლიტ-მათხოვრები და მექელეხეები. რას ნიშნავს "უკრაინელი ხალხისათვის სამძიმრის გამოხატვა"? რა, ომი უკვე დამთავრდა და პანაშვიდი დაიწყო?! და თუ უკრაინელი ხალხი ომობს, სად აქვს მას სტუმრების მიღების დრო?! აი ესენი არიან ქართველი მექელეხეები, რომელთა შესახებაც ბოლო პუბლიკაციაში დავწერე! დღეს ჩავიდნენ უკრაინაში, რომ დააგემვნონ უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი საგარეო დახმარების “შილაფლავი“, თანაც საქართველოში შელახული რეპუტაციის მქონე პოლიტ-მანდილოსნები შეეცდებიან უკრაინაში ვინმე სპონსორი მამაკაცი გამონახონ! ამ უშნო და უიღბლო მეძავეების რიცხვს მიეკუთვნება საქართველოს ექს-პრეზიდენტი მარგველაშვილიც - „კარალევა მარგო“, ივანიშვილმა პირველი კოსტუმი რომ უყიდა, ჩააცვა-დაახურა და მეგობარი ქალი ცოლად მოაყვანინა! ყოფილ „მთავარსარდელს“, როგორც მას რეზო ამაშუკელმა „მონათლა“, ახლა კი ფული გათავდა...

ვიმეორებ - თბილისიდან აფხაზეთი და სამაჩაბლო დურბინდის გარეშე ჩანს, აფხაზებსა და ოსებთან ტელეფონის გარეშე პირისპირ საუბარი შეგვიძლია. მაგრამ რატომ დავივიწყეთ ქართველებმა აფხაზეთი და სამაჩაბლო და ვიცავდით საქართველოერაყსა და ავღანეთში? რატომ იცავენ ქართველები, რომლებსაც დიდი ხანია დავიწყებიათ აფხაზეთი და სამაჩაბლო, უკრაინას? ვისაც მართლა სჯერა, რომ ისისნი უკრაინაში საქართველოს იცავენ, იდიოტია, და ვინც მარტო ლაპარაკობს, მაგრამ არ სჯერა, გამყიდველი მოღალატეა! ისთვის დაიღუპა ათობით ქართველი ერაყსა და ავღანეთში? ჩვენ დავეხმარეთ ნატოს, დაგვეხმარა კი ნატო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაში?! თუ ქართველები ერაყსა და ავღანეთში დემოკრატიის დამყარებაში დაეხმარნენ?! მერე სად არის დღეს ეს დემოკრატია და სად არის ნატო? ავღანეთში თალიბები არიან, იქ არც ნატოა და არც დემოკრატია!

რატომ იხოცებიან ქართველები დღეს უკრაინაში? რომ მერე „ზელენის“ გამყიდველმა ვოლოდიმერმა ქართველებს აფხაზეთი და სამაჩაბლო დაუბრუნოს?! ზელენსკი პრეზიდენტი კი არა, „ზელენის“ გამყიდველია, ქინძი, რომელმაც დღეს თავისიანები მწვანილივით - „კონა ათ შაურად“ - „მწვანეებზე“ გაყიდა! მან დასაღუპად გაწირა უკრაინელი ნაციონალისტები მარიუპოლში, რათა გაენადგურებინა უკონტროლო ნაცფორმირებები და ამავე დროს მოწამეებად გამოეყენებინა დასავლეთთან სპეკულაციისთვის, ევაჭრა კიდევ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის გადარიცხვაზე! სამაგიეროდ ზელენსკი აშშ-ს დახმარებას ჩაიჯიბებს - როგორც საალაშვილმა 2008 წლის ომის შემდეგ! და ეს მწვანილის გამყიდველი, რომელმაც თავისიანებს უღალატა, ქართველებს დაეხმარება?! კარგი რა, გეხვეწებით! თუმცა, ზელენსკისთვის უკრაინელები ისეთივე "თავისიანები" არიან, როგორც სააკაშვილისთვის...

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი

2022 წლის 18 აპრილი
საქართველო, თბილისი