საზოგადოება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0741 ლარი გახდა

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0741 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0741 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.0830 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0089 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3526 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.3380 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0146 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.