საზოგადოება
საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი-ბათუმისა და 21, 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი-ფოთის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს.
ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
„ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით. ასევე, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.