უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არ ველოდებოდით ფართომასშტაბიან ინტერვენციას

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ჩვენ არ ველოდებოდით ფართომასშტაბიან ინტერვენციას, – ამის შესახებ ზელენსკიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთის ინტერვენციის წინ მთავრობა მუშაობდა იარაღისა და მომარაგების უზრუნველყოფაზე და ასევე ფოკუსირებული იყო მოსახლეობაში პანიკის თავიდან აცილებაზე, რადგან პანიკა ბანკებში ხალხის დიდ ნაკადს და ეკონომიკის დესტაბილზიაციას გამოიწვევდა.

„ეს იყო ის, რასაც რუსეთს და არა მხოლოდ რუსეთს უნდოდა, თუმცა ჩვენ ეს არ დავუშვით. ჩვენ არ ველოდებოდით ფართომასშტაბიან ინტერვენციას, როდესაც ეს მოხდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა ყველაზე რთული მდგომარეობა შეიარაღებული ძალებისთვის ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია შექმნილი, თუმცა იქ კონცენტრირებულია უკრაინის ყველაზე ძლიერი დანაყოფები.

„მათ შეუძლიათ ჩვენი განადგურება, თუმცა ჩვენ ვუპასუხებთ; მათ შეუძლიათ, მოგვკლან, თუმცა ასევე მოკვდებიან. მე არ მესმის რისთვის, არ მესმის, რატომ მოვიდნენ ისინი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

1tv.ge