აქტუალური
საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0830 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.0841ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3380 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.3518 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0138 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.