საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 266 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 862 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 933, „პისიარ“-ტესტით – 1 929.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,07%, ბოლო 14 დღის – 1,71%, ბოლო შვიდი დღის – 1,43%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 652 235 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 632 194 გამოჯანმრთელდა, 16 781 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 868 689 აცრა, დღიურად აცრილია 1 063.
ამასთან, 12 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 131 პაციენტი, გარდაიცვალა ორი ადამიანი.