საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 236.9 პროცენტით გაიზარდა
2022 წლის მარტში საქართველოში 188 354 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 236.9 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 106 994 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 78 954, საზღვაო გზით – 1 354 და სარკინიგზო გზით – 1 052.
კონკრეტული ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: თურქეთი – 42 421 ვიზიტორი, რუსეთი – 22 536 ვიზიტორი, სომხეთი – 21 990 ვიზიტორი, საქართველო (არარეზიდენტი) – 17 145 ვიზიტორი, აზერბაიჯანი – 14 554 ვიზიტორი, ისრაელი – 12 308 ვიზიტორი, ირანი – 7 070 ვიზიტორი, უკრაინა – 6 375 ვიზიტორი, ყაზახეთი – 5 358 ვიზიტორი, ბელარუსი – 5 260 ვიზიტორი, საუდის არაბეთი – 3 360 ვიზიტორი, ინდოეთი – 2 790 ვიზიტორი, უზბეკეთი – 2 001 ვიზიტორი, პოლონეთი – 1 770 ვიზიტორი, ფილიპინები – 1 735 ვიზიტორი.