აქტუალური
საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. კიევმა უარი თქვა გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის კიევში სტუმრობაზე. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა პოლონეთში ვიზიტის დროს ისაუბრა.
შტაინმაიერის თქმით, იგეგმებოდა ერთობლივი ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან, ასევე ლატვიელ, ლიეტუველ და ესტონელ კოლეგებთან ერთად და ეს იქნებოდა ევროპული სოლიდარობის ძლიერი გზავნილი.
„როგორც ჩანს, კიევში ეს არ სურდათ“, - თქვა შტაინმაიერმა.
გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის ოფისის ცნობით, პოლონეთში ვიზიტი გამიზნულია იმის საილუსტრაციოდ, რომ გერმანელები და პოლონელები ერთად დგანან უკრაინის გვერდით მას შემდეგ, რაც რუსეთი მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა.