პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ქართველი ხალხი ლიდერის გარეშე საქართველოში ნაციზმს ვერ დაამარცხებს

     ბიძინა ივანიშვილი, როგორც მხარდამჭერებისთვის, ასევე ოპონენტებისთვის, იყო საყოველთაოდ აღიარებული პოლიტიკური ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელი იყო საქართველოს მომავალზე. ძალიან საშიშია, როცა ქვეყანაში ნაციზმი ძლიერდება, ქართველ ხალხს კი ლიდერი არ ჰყავს. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი მარტო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ის ცდილობს ქვეყანა შიმშილმა, სიცივემ, დაავადებებმა და კრიმინალმა არ წალეკოს. „ქართული ოცნება“ მოსახლეობას ეხმარება, ამის უარყოფა შეუძლებელია, მაგრამ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ვერ გახდება ქართველი ხალხის, თუნდაც მისი უმრავლესობის ლიდერი. ივანიშვილი რომც იყოს ჩრდილოვანი მმართველი, როგორც ოპოზიცია ამტკიცებს, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ორი ირაკლის თანამდებობების გაერთიანებითაც კი - ერთდროულად პრემიერ-მინისტრად და მის მიერ შექმნილი პარტიის თავმჯდომარედ ყოფნისას - ივანიშვილმა ვერ უზრუნველყო პოლიტიკური სტაბილურობა საქართველოში უახლოეს მომავალში. მიზეზი მხოლოდ ერთია - ივანიშვილმა არ დაასრულა მის მიერ კუთხეში მომწყვდეული ქართველი ნაცისტები, რისი გაკეთებაც 2013-2014 წლებში იოლად შეეძლო: არ გააუქმა ნაცისტური პარტია "ნაცმოძრაობის" რეგისტრაცია, არ დახურა ნაცისტური მედია რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობით, დამნაშავეთა უმეტესობა არ გაასამართლა და საზღვარგარეთაც გაუშვა. ამაში, უდაოდ, საქართველოს დასავლური „პარტნიორების“ ხელი ურევია, რომლებმაც ივანიშვილს საკადრო შეცდომები დააშვებინეს - მის მიერ დანიშნული პრეზიდენტები მარგველაშვილი და ზურაბიშვილი, ასევე პრემიერ-მინისტრი გახარია, დღეს ქართველი ნაცისტების ავანგარდს მიეტმასნენ, თუმცა ჯერ კიდევ ახლახან ჰქონდათ არაკეთილგანწყობილება ფიურერის - მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

   მაგრამ ქართველი ნაცისტების ხელმძღვანელობა - ომის პარტია "ნაციონალური მოძრაობა" + სამი ტელეკომპანია "მთავარი არხი", "პირველი" და "ფორმულა" - თანდათან გადადის კიევში, რადგან რუსთავის ციხის ფსიქიკურად არაადეკვატური პატიმარი ქმედუუნარო ფიგურაა. ქართველი ნაცისტების ლიდერი დღეს მიშა კი არა, ვოლოდიმირ ზელენსკია, რომელიც უახლოეს მომავალში იოცნებებს სააკაშვილის ბედის გაზიარებაზე - უსაფრთხოდ ციხეში განმარტოებაზე. ხოლო ქართველები კიევის ხელისუფლებაში, პირველ რიგში - ენერგიული მეგრელი აფხაზეთიდან არახამია, ასევე ადეიშვილი, საყვარელიძე, ლორთქიფანიძე და მამულაშვილი თავიანთი „ქართული ლეგიონით, სერიული მკვლელები - შს მინისტრები ბარამიძე, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი და სხვები წარმოადგენენ ძალას, რომლის დაბრუნებაზეც საქართველოში ფსონი დაიდო - ქართველი ნაცისტების და მათ მომსახურე რადიკალური ოპოზიციის და დასავლური კოლექტივის - დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ევროკავშირის ხელმძღვანელობის მიერ. ამ ბოლო სამის პოლიტიკას საქართველოში ახორციელებენ შესაბამისი ელჩები და მათი თანაშემწე საგანგებო დავალებებში - პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

ერთადერთი, ვისსაქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება შეიძლება დაეყრდნოს, ვისი მხარდაჭერის იმედიც მას დღეს შეუძლია ჰქონდეს, არის ქართველი ხალხი. მოსახლეობის უმრავლესობა ელოდება ღარიბაშვილისგან საბოლოოდ ყველაფერს თავისი სახელი უწოდოს - რომ საქართველოში ნაციზმი ძლიერდება, რომელიც, სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, ნამდვილ პროვინციულ ფაშიზმად ჩამოყალიბდება. ხალხი ელოდება, სანამ ღარიბაშვილი, რომელმაც თქვა "ა" - ქართველ ნაცისტებს ომის პარია უწოდა და მათ ნაცისტურ ტელეკომპანიებს - პარტიული პროპაგანდა, ასევე იტყვის "ბ"-საც, ანუ რას აპირებს მათთან მიმართებაში უახლოეს მომავალში და აქამდე რატომ არ მოიმოქმედა ის, რაც ივანიშვილმა ვერ გააკეთა 2013-2014 წლებში. მაგრამ ღარიბაშვილი და კობახიძე, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ გააკრიტიკონ კიევის ხელისუფლება, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები, ევროპარლამენტარები და ამერიკელი კონგრესმენებიც კი, ვერ გაბედავენ ბოლომდე თქვან მთელი სიმართლე. მათი მაქსიმუმია ნეიტრალიტეტი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, სანქციებთან შეუერთებლობა და რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებზე უარის თქმა, ხოლო მათ მიერ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პოსტულატები - ევროატლანტიკური კურსი, სტრატეგიული პარტნიორობა -თან, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება - არ ექვემდებარება არა მხოლოდ კორექციას, არამედ განხილვასაც კი.

   თითქოსდა, მას შემდეგ, რაც ნატომ უარი თქვა უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე და უკრაინის მხარებრძოლაზე, საქართველოს შესაბამისი დასკვნები უნდა გაეკეთებინა. ნატოსა და აშშ-ის ავღანეთიდან გაქცევისა და უკრაინაში ომის ფონზე, როდესაც დასავლეთის დახმარება გამოხატება მხოლოდ ფულადი ექვივალენტით, ნაჩუქარი “ჯაველინებით“ და ძველი რუსული შეიარაღებით, საუბრის გაგრძელება „საქართველოს პროგრესზე ალიანს გაწევრების გზაზე“ ან „საქართველოს მნიშვნელოვან როლზე შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“ უკიდურესად უადგილოა. არც აშშ-ის ელჩმა, არც ხელისუფლებამ, არც ოპოზიციამ და არც ერთმა სააკაშვილზემოხსენებულმა ნაცისტმა არ უპასუხა კითხვას - ისთვის იბრძოდნენ და დაიღუპნენ ქართველები ერაყსა და ავღანეთში, თუმცა, ჯერ კიდევ გუშინ ამ თემაზე გრძელ ლამაზ სადღეგრძელოებს წარმოთქვამდნენ! ნატოს. ანუ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთიმიზანი ნათელია - უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების სამხედრო ათვისება, ხოლო საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ახორციელებს მოთმინების ბრძნულ პოლიტიკას: აქაოდა, რატომ ავტეხოთ აურზაური წინასწარ და შევძინოთ მტრები დაუცველ და ღარიბ საქართველოს?! აი, გუშინ უკრაინაც ისწრაფვოდა ნატოში, დღეს კი დედა დაიფიცა, რომ სამუდამოდ ნეიტრალური იქნებოდა! ამიტომ, საქართველოც ივლის მინისტერიალებზედა დადგამს სერიალებსაც - მომავალი გვიჩვენებს და განსჯის, მთავარია, არ ვიჩქაროთ, როგორც მაშინ - სსრკ მაინც ინგრეოდა, მაგრამ ქართველები, ბალტიისპირელების კვალდაკვალ მიჰყვნენ, პირველები გაცვივდნენ და ყველა ქვა თავში მოხვდათ... ხოლო თუ ვინმეს კიდეც ელის უსიამოვნო სიურპრიზები მომავალში, ესენი არიან უკრაინელი ნაცისტები, რომლებსადღეს მცდარად ჰგონიათ, რომ საქართველოსა და ქართველებს რუსეთის წინააღმდეგ იყენებენ, და არც კი ეჭვობენ, რომ ეს ქართული ომის პარტია და მისი ლიდერი მათ საკუთარი ფინანსურდა პოლიტიკურინტერესებისთვის იყენებს - ციხიდან უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის გასათავისუფლებლად და საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად!

ამიტომ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ხმადაბლა ამბობენ, რომ საქართველოში ნამდვილი ნაციზმი დამკვიდრდა და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის იმედი აქვთ, საფუძვლიანად აქვთ შიში, რომ ქართული ოცნებადა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ვეგაუძლებენ შანტაჟსდა მუქარას, რომლებსაც მათ მიმართ ახორციელებენ ომის პარიაში გაერთიანებულქართველი ნაცისტები, აიძულებენ რა შეცვალონ ნეიტრალური პოზიცია - აქტიურად ანტირუსულ პოზიციაზე. საქართველოს მოქალაქეებს ბევრი მსგავსი მაგალითი ახსოვთ - როგორ დაემხო "ურყევი" საბჭოთა ხელისუფლება, შემდეგ კი გამსახურდიას ხელისუფლება, რომელმაც ხმების 90% მიიღო, როგორ მოაშორეს შევარდნაძე და მისი "მოქალაქეთა კავშირი", რომელსაც შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდა, შემდეგ კი - ივანიშვილმა, ხალხზე დაყრდნობით, დაამხო სააკაშვილის ნაცისტების "ყოვლისშემძლე" რეჟიმი. ვიმეორებ - ან პრემიერ-მინისტრი ღარშვილი საქართველოს პოლიტიკური ლიდერის ფუნქციებს იტვირთებს და მის მომავალზე პასუხისმგებლობას იკისრებს, ან საქართველოში ნაციზმი გაიმარჯვებს. პროვინციული ნაციზმი საქართველოში უკვე იმარჯვებს - თუ უწინ, თუნდაც სააკაშვილის დროს, პუტინს ლანძღავდნენ, მაგრამ მაშინვე აღნიშნავდნენ, რომ რუსხალხარაფერ შუაშია, ხოლო რუსეთი - პუშკინისა და დოსტოევსკის დიდქვეყანაა, რომელსაც უბრალოდ არ გაუმართლა მჟამინდელ პოლიტიკოსებში, დღეს რუსოფობია ყველა რეკორდს ხსნის - სიძულვილი უბრალო რუსების, რუსული კულტურისა და რუსული ენის მიმართ ყველგან ღვივდება. არა, ქართველი ნაცისტები მოსახლეობის უმრავლესობას ნამდვილად არ წარმოადგენენ, ბევრი ან შეშინებულია, ან მოტყუებული ყალბი ტელეპროპაგანდის მიერ. მაგრამ როდესაც სამხედრო დამნაშავეები ზელენსკი და უკრაინელი ნაცისტების ლიდერები გასამართლდებიან, მსოფლიო შეიტყობს, რომ ნაცისტები უკრაინაში, თურმე, ასევე არ ყოფილან უმრავლესობა - მილიონობით უკრაინის მოქალაქე ან სასიკვდილოდ დააშინეს, ანდა მოატყუეს ყალბი ტელეპროპაგანდით, როგორც საქართველოში!

შეუძლებელია ქართველი ნაცისტების მიკუთვნება მოსახლეობის რომელიმე კონკრეტულკატეგორიისთვის - ქართველი ხალხისთვის ყველა ტრადიციულად ამაზრზენი და საზიზღარი პერსონაჟი თითქოსდა საგანგებოდ შეკრიბეს ერთად: მაღალ საზოგადოებად, კულტურულ ინტელიგენციად წოდების მოსურნე ჩვეულებრივი უნიჭოები და მეტიჩრები, აგრესიული გაუნათლებელი ბანძი გოიმები მრავალრიცხოვანი არასამთავროებიდან, რომლებიც ვერაფრით იქცნენ სპეციალისტებად - ექიმებად, ინჟინრებად, მასწავლებლებად - გონებრივი ნაკლოვანებისა და სიზარმაცის გამო, არაკეთილსაიმედო ოჯახების შთამომავლები, ცნობილი ნარკომანები და მეძავები და მათი შვილები - ამორალურები, მაგრამ უსაზღვროდ ამბიციურები, რომლებიც უწინ მალავდნენ თავიანთ სექსუალურ გადახრებს. სენსაციური ფენომენი: ლგბტ-თემი, სექტანტები, ლიბერასტები და ნარკომანები სასწაულებრივად დგანან საქართველოში ქართველ ნაცისტებთან ერთობლივ პლატფორმაზე! და არც ერთი მუშა, ხელოვნებისა და მეცნიერების გამოჩენილი მოღვაწე, არცერთი გლეხი და ჭეშმარიტი ინტელიგენტ - მხოლოდ გაზულუქებული უქნარები!

   ამიტომ, მტრის პროპაგანდის მიერ 30 წლის განმავლობაში დამუშავებულმა ქართველმა ხალხმა ერისადმი სახელმწიფოს მეთაურის მიმართვაში უნდა მოისმინოს მომხდარის მოკლე შეფასება: რომ დღეს იმ ქვეყნების ხელმძღვანელებმა, რომლებიც მსოფლიოს მთლიანმოსახლეობის 20%-ზე ცოტა მეტს შეადგენენ, კვლავაც გადაწყვიტეს ბოლო მოეღოთ თავისი მთავარი კონკურენტის - რუსეთისთვის. თავდაპირველად რუსეთს 1941 წელს დაარტყეს, მაგრამ წააგეს, მერე, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, პროპაგანდითდა ეკონომიკური, ე.წ. ცივი ომიიერიში მიიტანეს რუსეთზე და გაიმარჯვეს - დაშალეს საბჭოთა კავშირი 1990 წელს და რუსეთი მოკავშირეების გარეშე დატოვეს. ახლა მესამე ეტაპი დადგა - უნდათ დაშალონ თავად რუსეთი, რუსეთის ფედერაცია, კომბინირებული ვარიანტით - სამხედრო, როგორც 1941 წელს, ოღონდ სხვისი - უკრაინელებისა და ქართველების ხელით; და „ცივით“ – პროპაგანდითდა ეკონომიკით.

   რატომ აირჩიეს უკრაინელები და ქართველები, ნაციზმი ხომ ანგლოსაქსებმა - დასავლური სამყაროს ლიდერებმა მოიგონეს? იმიტომ, რომ უკრაინელებს ნაცისტური იდეოლოგია უფრო ადრე ჰქონდათ, ვიდრე გერმანრლ ფაშისტებს, რომლებსაც ისინი ემსახურებოდნენ. უბრალოდ დღეს, როგორც ბანდერა - შუხევიჩისა და დიდი სამამულო ომის დროს, ნაციზმი უკრაინაში სახელმწიფო იდეოლოგიად იქცა. საქართველოში ნაციზმი არ იყო აყვანილი სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში, მაგრამ ქართველებსაც ჰყავდანაცისტები - იგივე მენშევიკები, ხოლო დიდი სამამულო ომის დროს არსებობდა "ქართული ლეგიონი", რომელიც წვრთნებოდა დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე და ამჟამინდელიქართული ლეგიონის“ პირველსახეა. ქართველი ნაცისტები იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის ხერხემალი და ახორციელებდნენ მასობრივ წამებასა და მკვლელობას. უკრაინელი ნეოფაშისტები ასეთივე ჯალათები და სადისტები არიან, თანაც, სატანისტები, რომლებიც სვასტიკიანი ტატუებით იხატავენ სხეულს. ერთადერთი, რასა ნაცისტების შეცვლა შეუძლია, არის სასამათლო, სამუდამო ციხე და სიკვდილით დასჯა, ნაცისტებთან ნებისმიერი მოლაპარაკება, შეთანხმება და კომპრომისი შეუძლებელია! ნაცისტი პროპაგანდისტები, რომლებიც ქართული ნაცისტური ტელეარხების პირდაპირ ეთერებში იმანჭებიან და რუსებს ევროსა და დოლარების სანაცვლოდ წყევლიან, ასევე გასამართლდებიან ეთნიკური სიძულვილის გაღვივებისა და ომისკენ წაქეზებისთვის, რომლისგანაც დღეს საქართველოერთი ნაბიჯი ჰყოფს. ქართული და უკრაინული ფაშიზმი სწორედ იმიტომაა პროვინციული, რომ მხოლოდ ბრიყვულ რუსოფობიას ეფუძნება! ჰიტლერი და გერმანელი ნაცისტები ინტელექტუალურად შეუდარებლად აღემატებოდნენ ცუდად განათლებულ და გონებრივად შეზღუდულ ქართველ და უკრაინელ ნაცისტებს, ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდნენ მათგან, გერმანელმა ნაცისტებმა შექმნეს დიდი არმია და იბრძოდნენ ისე მამაცურად, როგორც უკრაინელებსა და ქართველებს არც დაესიზმრებათ!

   ერთადერთი, ვინც დღეს კვლავაც იხსნის საქართველოსდა მსოფლიოს ფაშიზმგან, არის რუსეთი, რუსი ჯარისკაცი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს საქართველო სისხლიანი ხოცვა-ჟლეტისგან იხსნა, თბილისისკენ მიმავალი ჩრდილოკავკასიელების შეჩერებით. სწორედ ამიტომ, სტალინმა 1945 წლის 24 მაისს წითელი არმიის მეთაურების პატივსაცემად კრემლის წმინდა გიორგის დარბაზში გამართულ ბანკეტზე წარმოთქვა პირველი სადღეგრძელო რუსი ხალხის ჯანმრთელობისთვის, რადგან ისინი არიან საბჭოთა კავშირის შემადგენელი ერებიდან ყველაზე გამორჩეული ერი... იმიტომ, რომ მან დაიმსახურა ამ ომში და მანამდეც, ჩვენი საბჭოთა კავშირის წამყვანი ძალის წოდება ჩვენი ქვეყნის ყველა ხალხს შორის... არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ხელმძღვანელი ხალხია, არამედ იმიტომაც, რომ აქვს საღი აზრი, საღი პოლიტიკური აზრი და მოთმინება. მაგრამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო „ხრუშჩოვშინა“, და ან იმიტომ, რომ სტალინი ქართველია, ანდა იმის გამო, რომ ხალხთა საყვარელი ბელადი იყო, მისი სახელი ცილისმწამებლურად შებღალეს, ამოფხრიწეს წიგნებიდან და სახელმძღვანელოებიდან, შეეცადნენ დავიწყებისთვის მიეცათ, დაასახიჩრეს დიადი გამარჯვება, დატოვეს ის უმაღლესი მთავარსარდლის გარეშე! მსოფლიოს კიდევ რომელ ქვეყანაში, ხრუშჩოვის სსრკ-ს გარდა, ხელისუფლება მუქარით მოითხოვდა ეროვნული გმირის სახელის ამოჭრას წიგნებიდან, ენციკლოპედიებიდან, მეხსიერებიდან?! "აჰაჰა! - სიცილით იხოცებოდნენ ევროპასა და აშშ-ში, ლონდონსა და ბერლინში, - ეს რუსები, რომლებისაც სიკვდილზე მეტად გვეშინოდა, გაგიჟდნენ და საკუთარ თავს თავად ნადგურებენ! თავი დამნაშავედ აღიარეს გენერალისიმუსსტალინ გამო, რომელსაც სისხლიან ურჩხულუწოდეს!“ და დაიწყო - ჯაშუშები და ქურდები დასაქმდნენ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებაში და გახსნეს ანგარიშები ოფშორებში, მათი შვილები - მაჟორები „ჰამერებით“ დაჰქროდნენ მოსკოვის ქუჩებში, სწავლობდნენ კემბრიჯებსა და ოქსფორდებში და ისვენებდნენ მაიამსა და მალდივებზე. ხოლო უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ გვერდში დადგომოდნენ რუს ხალხსა და რუსეთს, რომელმაც ისინი აქცია მდიდრებად, ცნობილებად და გავლენიანებად, უღალატეს მას და გაიქცნენ თავიანთ უცხოურ სასახლეებში, გაცურეს საკუთარი იახტებით, რომელთა ფასიც საქართველოს ბიუჯეტის ნახევარს შეადგენს, იმ იმედით, რომ დასავლეთის გამარჯვების შემდეგ დაბრუნდებიან. აი ასეთი მაღალი ფასი გადახადა რუსეთმა სტალინის სახელის დავიწყებისა და შებღალვისთვის, ინტერნაციონალიზმისა და ხალხთა მეგობრობის სტალინური პრინციპის ღალატისთვის!

მაგრამ რუსეთი კვლავ გაიმარჯვებს და არასოდეს დაივიწყებს მათ, ვინც დღეს მხარში ამოუდგა. ქართველებუნდა დავეხმაროთ რუსეთს ამ რთულ დროს არა საომარ მოქმედებებში მონაწილეობით, არამედ ნაციზმის აღმოფხვრით საკუთარ სახლში, საქართველოში! ამით ჩვენ, ქართველები, პირველ რიგში საკუთარ თავს დავეხმარებით.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 11 აპრილი
საქართველო, თბილისი